ვატიკანმა დღეს განაცხადა, რომ მღვდლებს არ შეუძლიათ ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინების კურთხევა, რადგან ეს ეკლესიის წესებს არ შეესაბამება. ამ გადაწყვეტილებამ ძლიერ გაანაწყენა ჰომოსექსუალი კათოლიკეები, რომელთაც იმედი ჰქონდათ, რომ პაპი ფრანცისკე ეკლესიაში ცვლილებებს დანერგავდა და ეკლესია სექსუალური უმცირესობების ამ ჯგუფის მიმართ უფრო შემწყნარებელი გახდებოდა.
ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა შეერთებული შტატები და გერმანია, მთელ რიგ ტაძრებში, წინამძღვრებმა გეების ქორწინების კურთხევა დაიწყეს. ისმოდა მოწოდებები ამ ნაბიჯის ინსტიტუციონალიზაციის თაობაზე. თუმცა, 1,3-მილიარდიანი ქრისტიანული მრევლის ლიდერებში კონსერვატორებმა იმარჯვეს.
გადაწყვეტილება პაპი ფრანცისკეს ხელდასმით იქნა მიღებული. ოფიციალურ განცხადებაში ვატიკანის რწმენის დოქტრინის კონგრეგაციამ აღნიშნა, რომ მათი მიზანი არა ვინმეს უსამართლო დისკრიმინაცია, არამედ ლიტურგიის შესრულების წესების შესახებ "სიმართლის შეხსენებაა".
Facebook Forum