ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, ორშაბათს ბაქოს ესტუმრა, ბუნებრივი გაზის იმპორტის გაზრდის საკითხზე სასაუბროდ. ეს იმ ფონზე ხდება, როცა ევროკავშირი რუსულ ენერგო-იმპორტზე საკუთარი დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს.
„რუსეთის მიერ ენერგომომარაგების იარაღად გამოყენების ფონზე, ჩვენი ენერგიის იმპორტის დივერსიფიკაცია ევროკავშირის პრიორიტეტია“, - თქვა კომისიამ "ტვიტერზე".
ახალი ამბების სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებს შესთავაზა, შეთანხმდნენ გაიზარდოს აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის იმპორტი და მხარი დაუჭირონ მილსადენის გაფართოებას. საქმე ეხება სავარაუდოდ "შაჰდენიზის მილსადენს", რომელიც საქართველოზე გადის.
უკვე ათწლეულებია რაც დასავლეთში მიმდინარეობს საუბარი ბაქოდან, საქართველოს გავლით, გაზის ტრანზიტის ახალი გზების მოძიებაზე. თუმცა ისეთ პროექტებზე, როგორიც იყო "ნაბუქო", შეთანხმება ვერ შედგა, ნაწილობრივ რუსეთის წინააღმდეგობის გამო.
ასევე ნახეთ: რუსეთი ნავთობზე ფასების გაზრდით იმუქრებათებერვალში, რუსეთის უკრაინაში განმეორებითი შეჭრის შემდეგ, ევროკავშირის მთავრობები შეთანხმდნენ რუსეთის ნავთობის ეტაპობრივ ემბარგოზე. ამავდროულად, შეჩერებულია რუსული გაზის ტრანზიტი პოლონეთის გავლით. ხოლო მილსადენი „ნორდ-სტრიმ 1“ დროებით დაიხურა, გეგმიური ტექნიკური სამუშაოების მიზეზით. ამ ფონზე, გერმანია, მსოფლიოს სიდიდით მეოთხე ეკონომიკის მქონე სახელმწიფო, ემზადება ისეთი სცენარისთვის, რომელშიც რუსული გაზის მიწოდება, ბერლინს სრულიად შეუწყდება.
ასევე ნახეთ: გაზი რუსეთზე სანქციების შემდეგი პაკეტის ნაწილი არ იქნება, ამბობს ჩეხეთის პრემიერიკვირას "ტვიტერზე" რუსეთის ელჩმა ვენაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, მიხაილ ულიანოვმა განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს საკონტრაქტო ვალდებულებების შესრულებას.
„რუსეთს არასდროს უთქვამს უარი ევროპისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების გაგრძელებაზე და სრულად ასრულებს თავის სახელშეკრულებო ვალდებულებებს,“ - განაცხადა მან.