ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი ამბობს, რომ ვინიცის კულტურული ცენტრი სამხედრო ობიექტი იყო


რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ხუთშაბათს ქალაქ ვინიცაზე მომხდარი საჰაერო თავდასხმის სამიზნე სწორედ ის შენობა იყო, სადაც "უკრაინის შეიარარებული ძალების წარმომადგენლები იარაღის უცხოელ მომწოდებლებს ხვდებოდნენ".

უკრაინული მხარე უარყოფს, რომ ამ ადგილს რაიმე საერთო ჰქონდა სამხედრო აქტივობასთან და ამბობს, რომ იერიშს სულ მცირე 23 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. კულტურული ცენტრი კი, რომელსაც რაკეტა მოხვდა, პენსიონერი ვეტერანების თავშეყრის ადგილი იყო.

"საკრუიზო რაკეტების სამიზნე ვინიცაში "ოფიცერთა სახლი" იყო. ამ დაწესებულებაში უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურები უცხოელ იარაღის მომწოდებლებს ხვდებოდნენ. თავდასხმის შედეგად განადგურდნენ ამ შეხვედრის მონაწილეები", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. რუსეთი გამუდმებით უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე და მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმას, თუმცა რუსული რაკეტების სამიზნე არაერთი საცხოვრებელი შენობა და სხვა დაწესებულება გახდა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის თავდასხმების შედეგად ათასობით სამოქალაქო პირია მოკლული.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ იერიშს 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათგან ყველაზე პატარა 4 წლის იყო.

XS
SM
MD
LG