კიევი ბრიუსელისგან 1.5 მილიარდ ევროს მიიღებს მაკროფინანსური საჭიროებებისთვის. ახალი ტრანშის შესახებ განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა 25 ივლისს გააკეთა. ურსულა ფონ დე ლაიენმა „ტვიტერზე“ რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებებიც დაგმო.
„მტკიცედ ვგმობ რუსეთის საჰაერო იერიშებს უკრაინის მარცვლეულის შესანახ და საექსპორტო ინფრასტრუქტურაზე. რადგან რუსეთი აგრძელებს დაუნდობელ ომს, ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. დღეს ჩვენ გამოვყავით კიდევ 1.5 მილიარდი ევრო, რათა დავეხმაროთ უკრაინას, სახელმწიფო სამსახურების მუშაობის გაგრძელებასა და ინფრასტრუქტურის შეკეთებაში“, - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერლაიენი.
უკვე ერთ კვირაზე მეტია რაც რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება დატოვა და იერიშები მიაქვს უკრაინულ პორტებზე. სადაც საექსპორტოდ გამზადებული მარცვლეული ინახება. რუსეთის იერიშებს უკრაინის საპორტო ქალაქებში მსხვერპლი მოჰყვა, კიევი ამბობს რომ განადგურებულია ასობით ტონა მარცვლეული და დაზიანებულია პორტების ინფრასტრუქტურაც.