ერიკ რუბინის განცხადებით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს სტრატეგიული და უსაფრთხოების თვალსაზრისით
საქართველოს პრემიერ მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ერიკ რუბინს შეხვდა.
ერიკ რუბინის განცხადებით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს სტრატეგიული და უსაფრთხოების თვალსაზრისით.
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით: „ჩვენ ჩვენი პოზიციის ერთგულნი ვართ, რომ მხარი დავუჭიროთ საქართველოს, ქართველ ხალხს და მთავრობას, რათა საკუთარი მისწრაფებები რეალობად აქციონ.“
საუბარი შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების საკითხს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით: „თბილი, მეგობრული შეხვედრა გვქონდა, ძალიან საინტერესოდ ჩაიარა. კიდევ ერთხელ გავაანალიზეთ ორმხრივი ურთიერთობები და იმედი გამოვთქვით, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების ძალისხმევით, ის კიდევ უფრო გაღრმავდება.“