პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს, რომ თურექთს ისრაელთან უკეთესი ურთიერთობა სურს. მაგრამ, პალესტინის მიმართ, ისრაელის პოლიტიკას ის „მიუღებელს“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს ანკარისთვის „წითელი ხაზია“.
პარასკევის ლოცვის შემდეგ, ერდოღანმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ თურქეთს პრობლემები ისრაელის „მაღალი რანგის ადამიანებთან“ ჰქონდა და ეს რომ არა, ორ ქვეყანას შორის უკეთესი კავშირები იარსებებდა.
ასევე ნახეთ: "თურქეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს,"- თურქეთის ელჩი თბილისში„პოლიტიკა პალესტინის მიმართ ჩვენი წითელი ხაზია. შეუძლებელია მივიღოთ ისრაელის პოლიტიკა პალესტინის მიმართ. მათი მოქმედებები მიუღებელია“ - განაცხადა ერდოღანმა.
ყოფილმა მოკავშირეებმა, ერთმანეთის დიპლომატები ქვეყნებიდან 2018 წელს გააძევეს. მიზეზი ღაზასთან მომხდარი შეტაკებები გახდა, როცა ათობით პალესტინელი დაიღუპა. თუმცა, ანკარას და თელ-ავივს, სავაჭრო ურთიერთობები არ შეუწყვეტიათ.
აგვისტოში, ისრაელმა თურქეთს, ჰამასის წევრებისთვის პასპორტების მიცემაში დასდო ბრალი. ისრაელმა თურქეთის ამ ქმედებას „ძალიან არამეგობრული ნაბიჯი“ უწოდა.