ორშაბათს, 9 იანვარს, ბრიტანეთი ორბიტაზე პირველ სატელიტებს გაუშვებს. კომპანია "ვირჯინ ორბიტის" მისია ამისთვის იყენებს მოდიფიცირებულ "ბოინგს" -747. თვითმფრინავი აფრენიდან დაახლოებით ერთ საათში, ფრთის ქვეშ მოთავსებულ რაკეტას "კოსმიური გოგო" დედამიწის ქვედა ორბიტაზე გაუშვებს.
ასევე ნახეთ: "თითქმის სრულყოფილი" დაშვება - ნასას "ორიონი" მთვარის ორბიტიდან უსაფრთხოდ დაბრუნდარაკეტის "ჰორიზონტალური" გაშვება ინგლისელი სერფერების საკურორტო ქალაქ ნიუქვეიდან მოხდება. რიჩარდ ბრონსონის, ბრიტანელი მილიარდერის მიერ დაფუძნებული კომპანია "ვირჯინ ორბიტა" აცხადებს, რომ დღეს საღამოს, დედამიწის ორბიტაზე 9 სატელიტი განთავსდება.
სატელიტების გაშვებას ლონდონი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, ვინაიდან უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული ომის შემდეგ, ბრიტანეთს რუსულ "სოიუზის" რაკეტებზე წვდომა აღარ აქვს. ასევე, გადაიდო ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) რაკეტის "არიან-6" გაშვება, რომელსაც ორბიტაზე დიდი სატელიტები უნდა განეთავსებინა.
უკრაინაში მიმდინარე ომმა თვალსაჩინოდ წარმოაჩინა მცირე ზომის სატელიტების მნიშვნელობა, რომლებიც დაახლოებით მოზრდილი წიგნისხელაა და რომელთა გაშვება გაცილებით სწრაფად და იოლად არის შესაძლებელი. დენ ჰარტი, "ვირჯინ ორბიტის" აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ მცირე ზომის სატელიტებს გამოიყენებენ როგორც სამეცნიერო კვლევებისთვის, ისე ეროვნული უსაფრთხოებისთვის.