ჰუგო ჩავესის გარდაცვალების შემდეგ ვენესუელაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა
ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. პოლიტიკური პარტიები ინტენსიურ კამპანიაში ერთვებიან. დაახლოებით ერთ თვეში, 14 აპრილს გაირკვევა, თუ ვინ შეცვლის ვენესუელის სოციალისტ ლიდერ, უგო ჩავესს, რომელიც გასულ კვირას კიბოს გართულებით გარდაიცვალა.
პარასკევს საპრეზიდენტო ფიცი ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ დადო, შაბათს კი საარჩევნო კომისიამ არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოაცხადა. ანალიტიკოსების აზრით, ვენესუელას საპრეზიდენტო პოსტზე ორი პრეტენდენტი ეყოლება: ნიკოლას მადურო და ოპოზიციის ლიდერი ენრიკე კაპრილესი, მირანდას შტატის გუბერნატორი, რომელიც ჩავესმა გასული წლის ოქტომბერში დაამარცხა.