საარჩევნო კამპანია ორშაბათს საღამოს დასრულდა
შეერთებულ შტატებში არჩევნები დაიწყო. პრეზიდენტმა ობამამ და მისმა რესპუბლიკელმა მოწინააღმდეგემ, მიტ რომნიმ წინა დღით თანაბარ რეიტინგში დაწინაურება კიდევ ერთხელ სცადეს.
გუბერნატორი მიტ რომნი ფლორიდის შტატის სამხრეთში იმყოფებოდა. ხალხმრავალ შეკრებაზე რესპუბლიკელმა პრეტენდენტმა პრეზიდენტის მიერ 2008 წლის არჩევნებზე მიცემული დაპირებების შეუსრულებლობაზე ისაუბრა.
„ის ცვლილებებს შეგვპირდა, მაგრამ ცვლილებები სიტყვით კი არა საქმით და მიღწევებით იზომება,“ - აღნიშნა მან.
ბოლო დღეს მან ოჰაიოს, ვირჯინიის და ნიუ ჰემფშირის შტატებიც მოინახულა.
ვისკონსინის შტატში პრეზიდენტმა ობამამ მიტ რომნის წარსულის უვარგისი იდეების ხელახალ შეფუთვაში დასდო ბრალი.
„ბრძოლა გრძელდება, რადგან ამერიკა მუდმივი სრულყოფისთვის იბრძვის,“ - განაცხადა დემოკრატიული პარტიის ლიდერმა.
მისი თქმით, საშუალო კლასის გაძლიერების გარეშე ქვეყნის მომავალი წინსვლა გამორიცხულია. პრეზიდენტი ვაშინგტონში დაბრუნებამდე ოჰაიოსა და ვისკონსინის შტატებშიც იმყოფებოდა.