მცირე ბიზნესი ორივე პარტიას თანაბრად უჭერს მხარს

ეკონომიკა - ამერიკელებისთვის უმნიშვნელოვანესი თემა
ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის ამომრჩევლებთან შეხვედრისას ეკონომიკა განხილვების უმთავრესი თემაა. მცირე ბიზნესის მფლობელები თითქმის თანაბრად არიან დაყოფილი რომნისა და ობამას მხარდამჭერებად. ლარი გუინი ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ სამარფილდში მცირე ზომის სამშენებლო მასალებს აწარმოებს. მას მომავალი აშფოთებს.

„მე ბევრ ადამიანს ვერ დავიქირავებ ჩემს საამქროში სამუშაოდ. ამერიკაში სამუშაო ადგილები უწყვეტად კლებულობს და ეს ძალიან ცუდია ქვეყნისთვის.“

მეზობელ ქალაქში საემიგრაციო იურისტი ჯერემი მაკკინი ერთ-ერთი კლირნტის სასამართლოში დასაცავად ემზადება. მისი აზრით, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. „ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ იმისთვის, რომ ქვეყნის მეთაური შევცვალოთ.“

ეს ორივე მამაკაცი მცირე ბიზნესის მფლობელები აირან, მაგრამ ორივეს რადიკალურად განსხვავებული პოლიტკური შეხედულებები აქვს ორივეს ეკონომიკის განვითარება სურს, თუმცა ფიქრობენ, რომ სწორედ მათი კანდიდატი შეძლებს ქვეყნის მდგომარეობიდან გამოყვანას. გუინი რესპუბლიკელია და რმიტ რომნის უჭერს მხარს:

„თუ თეთრ სახლში ვინმე ისეთი არ შევიყვანეთ, ვინც ის იცის, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი და რა სჭირდება მას იმისთვის, რომ მომგებიანი საქმიანობა აწარმოოს, არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ მცირე ბიზნესები გადარჩენას შეძლებენ.“

ჯერემი მაკკინი დემოკრატია და პრეზიდენტი ობამას პოლიტიკას ამართლებს. მისი აზრით, პრეზიდენტი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ქვეყნა მდგომარეობიდან გამოიყვანოს. ამის მტკიცებულებად კი მას ის მოჰყავს, რომ 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ქვეყანა მდგომარეობიდან გამოვიდა:

„მას შემდეგ ყოველ წელს წინ მივიწევთ. წლევანდელი წელი კი მათ შორის ყველაზე კარგი იყო. ჩვენ მოწმეები ვხდებით იმისა, თუ როგორ აუმჯობესებს პრეზიდენტი ეკონომიკურ მდგომარეობას.“

გუინი კი ამბობს, რომ რომნის საგადასახადო გეგმა, რომელიც ბიზნესებს გადასახადების შემცირებას ჰპირდება მცირე ბიზნესის მფლობელებს საშუალება მისცემს მეტი მუშა-ხელი დაასაქმონ. ის ასევე შეშფოთებულია ჯანდაცვის ახალი კანონით, რომელიც მას თანამშრომლებისთვის ჯანდაცვის მიწოდებას დაავალდებულებს. ამჟამად მისი თანამშრომლები დაზღვეული არ არიან და ბიზნესს მათთვის ამ შეღავათის მიწოდება დამატებითი თანხა არ უჯდება:

„იქეთკენ მივდივართ, რომ ჩემი ტანამშრომლებისთვის დაზღვევის ყიდვა მომიწევს. ამის გაკეთებას კი ვერ მოვახერხებ, რაც იმას ნიშნავს, რომ მეტ ხალხს ნახევარი განაკვეთით სამუშაოდ ავიყვან და სტაბილურობას ვეღარ შევთავაზებ ხალხს.“

მაკინი ამბობს, რომ ჯანდაცვის ახალი კანონი უკვე ეხმარება მცირე ბიზნესებს საქმის წარმოებაში. ისინი საგადასახადო შეღავათებს იღებენ იმ ხარჯების დასაფარად, რომლებსაც თანამშრომლებისთვის ჯანდაცვის საყიდლად გასცემენ:

„ჩვენ 50-ზე ნაკლები ადამიანი გვყავს ოფისში და გაცილებით ძვირი გვიჯდება მათთვის ჯანდაცვის მიწოდება, ვიდრე დიდ კორპორაციებს. იმედია 2014 წელს ახალი კანონი გადასახადს ყველასთვის შეამცირებს და გაათანაბრებს.“

მცირე ბიზნესების მფლობელი ეს ორივე მამაკაცი ნათელი მომავლის იმედით აგრძელებს მუშაობას.