ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი შედეგები გაასაჯაროვა. ამ დროისთვის result.cec.gov.ge-ზე არსებული ინფორმაციით საპარლამენტო არჩევნები 2020-ში პარტიებმა შემდეგი მონაცემები აიღეს:
- ქართული ოცნება 53.1%
- ნაციონალური მოძრაობა გაერთიანებული ოპოზიცია 23.9%
- ლელო 3.39%
- ევროპული საქართველო 3.95%
- გირჩი 2.32%
3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 1219 უბანზე რაც საერთო რაოდენობის 31.69%
საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლის აქტივობამ 56,11 % შეადგინა, ცესკოს მონაცემებით 31 ოქტომბერს არჩევნებში მონაწილეობა 1 970 540-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ასევე ნახეთ: პირველადი შედეგები - ოპოზიცია აქციისთვის ემზადება ცესკოსთან საპატრულო პოლიციაა მობილიზებულიცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი აქტივობა კვლავ რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთის საარჩევნო ოლქში დაფიქსირდა. აქტივობამ აღნიშნულ ოლქში 56, 11%-ია. ამომრჩევლის ყველაზე დაბალი აქტივობა 20 საათისთვისაც ქვემო ქართლში დაფიქსირდა და 51 პროცენტი შეადგინა
ასევე ნახეთ: "თვალს ვადევნებ არჩევნებს ჩვენს მოკავშირე საქართველოში" - კონგრესმენი კინზინგერი2020 წლის 29 ივნისს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებით „საქართველოს პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 1 პროცენტს მაინც მიიღებენ და იმ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე, რომელთა მიერ მიღებული ნამდვილი ხმების პროცენტული მაჩვენებელი 1 პროცენტისა და საარჩევნო ბლოკში შემავალი პოლიტიკური პარტიების რაოდენობის ნამრავლს მაინც შეადგენს.
ასევე ნახეთ: ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში 51% აიღო