საპატროლო პოლიციაა ამ წუთებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული. ცესკოში ხმაურია, ოპოზიცია კი საპროტესტო აქციისთვის ემზადება. მიზეზი ცოტა ხნის წინ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადება გახდა სადაც მან 1085 უბნის შედეგები გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ პარტია "ქართულმა ოცნებამ" 1085 უბნის დათვლის შემდეგ 54%-ზე მეტი პროცენტი მიიღო.
"მოგეხსენებათ საპარლამენტო არჩევნებისთვის გვაქვს 2 ბიულეტენი, აჭარაში 4 ბიულეტენი გვაქვს, ასევე გაიმართა ადგილობრივი არჩევნები. სწორედ ამიტომ, გრძელდება ხმის დათვლის პროცესი და ჯერ კიდევ ვიღებთ ოქმებს სხვადასხვა უბნიდან. სულ 1085 საარჩევნო უბანია დათვლილი. ეს უბნები არის ამომრჩეველთა რაოდენობის თვალსაზრისით პატარა უბნები. დიდი ქალაქები და თბილისის უბნებიდან ზეგავლენა იქნება იმ შედეგებზე, რასაც მე გამოვაცხადებ. ახლა 1085 უბნის შედეგებს გაგაცნობთ. აქ არ არის დიდი უბნების მონაცემები წარმოდგენილი. 3 800-ზე მეტი საარჩევნო უბანი გვაქვს სულ. ამიტომ კიდევ ერთხელ ეს არის წინასწარი შედეგები. ცესკო ყველაფერს გააკეთებს, როგორც წლების განმავლობაში ზუსტად და აკურატულად დათვალოს მონაცემები და შეიყვანოს შედეგებში. ეს შედეგები შესაძლოა შეიცვალოს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდი ქალაქებიდან შემოგვივა ოქმები.
1085 უბნის შედეგებს გაგაცნობთ, რაც სრული საარჩევნო უბნების 28%-ია სულ არსებული უბნებისა. შედეგები წინასწარი ასეთია
1 პარტია თეთრები 346 ხმა 0.1
2 ევროპული საქართველო 14 117 ხმა 4%
3 ნინო ბურჯანაძე 0.73%
4დავით ჭიჭინაძე - 0.55%
5. ნაციონალური მოძრაობა - 23.61% “
ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას ამის შემდეგ სიტყვა შეაწყვეტინეს
"ეს არის ქართული ოცნების შტაბში დაწერილი პროცენტები. ეს არ ასახავს რეალურ შედეგებს, არ აჩენენ ოქმებს, დაითვალეს მხოლოდ ის ოქმები, სადაც მხოლოდ ოცნების შედეგებია და არ არის რეალური შედეგები, რაც მოსახლეობამ გადაწყვიტა,"- ნაციონალური მოძრაობის ცესკოს წევრი დავით კირთაძე.
კირთაძის შემდეგ, თამარ ჟვანიამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მონაცემები შეიცვლება. თამარ ჟვანიას თქმით, ამ დროისთვის პარტია "ქართული ოცნების" მაჩვენებელი 54.72%-ია. ცესკოში ბრიფინგი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
უახლოეს წუთებში სპეციალური განცხადება გაკეთდება პარტია "ქართულ ოცნებაში".
Facebook Forum