მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეგვიპტე სავალუტო ფონდიდან 4.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს
ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დღეს ეგვიპტის პრეზიდენტ მუჰამედ მორსის შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრით კერიმ ეგვიპტეში პირველი ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. სტრატეგიულ პარტნიორთან შეხვედრის დროს განხილვების ერთ-ერთი თემა ეგვიპტეში ეკონომიკური რეფორმების ჩატარება იყო.
ვიზიტის დროს კერიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დახმარებას გაუწევს ქაიროს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებში. გარდა ამისა, ვაშინგტონი ხელს შეუწყობს ეგვიპტეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკების განახლებაში.
ამ მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ეგვიპტე სავალუტო ფონდიდან 4.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სესხს მიიღებს.