ეგვიპტის შურას პირველი სხდომა

პარლამენტის ზედა პალატის 90 დეპუტატმა ფიცი დადო
ეგვიპტის პარლამენტის ზედა პალატა თავის პირველ სესიას მართავს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მუჰამედ მორსიმ ხელი მოაწერა ბრძანებას და ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა. შურას საბჭოს შეკრება დღეს დაიწყო, სადაც 90-მა დეპუტატმა ფიცი დადო. შურას წევრები პრეზიდენტის მიერ არიან დანიშნული.

მუჰამედ მორსიმ დეკრეტი გუშინ საღამოს გამოსცა, მას შემდგე, რაც საარჩევნო კომისიამ რეფერენდუმის მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ისლამისტებს მიერ შემუშავებულ კონსტიტუციას მხარი მოსახლეობის 64 პროცენტმა დაუჭირა. ამავდროულად, ლიბერალური და სეკულარული ოპოზიციია აცხადებეს, რომ ისინი რეფერენდუმის შედეგების გაპროტესტებას აპირებენ.