ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტის ოპოზიციური ძალები შედეგებს აპროტესტებენ


პრეზიდენტი მორსის განცხადებით, ახალ კონსტიტუციას მხარი ამომრჩეველთა 64 მა პროცენტმა დაუჭირა

ეგვიპტეში ჩატარებული ორ ეტაპიანი რეფერენდუმის შედეგები შეიძლება დღეს გვიან ღამით გამოცხადდეს. რეფერენდუმზე ქვეყნის მოსახლეობა ისლამისტურ კონსტიტუციას უყრის კენჭს, რომელიც მუსლიმთა საძმოს სათავეში მოსვლის შემდეგ იქნა შემუშავებული.

რეფერენდუმის პირველი ეტაპი 15 დეკემბერს გაიმართა. შაბათს კი მეორე ეტაპი დასრულდა, რომელიც ეგვიპტის 27 პროვინციიდან 17-ში გაიმართა.

პრეზიდენტი მორსის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით ახალ კონსტიტუციას მხარი ამომრჩეველთა 64 მა პროცენტმა დაუჭირა, ხოლო მეორე რაუნდის შედეგების დათვლის შემდეგ კი მხარდამჭერთა რაოდენობა 71 პროცენტამდე ავა.

ეგვიპტის ოპოზიციური ძალები შედეგებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ რეფერენდუმმა უხეში დარღვევების პირობებში ჩაიარა. ისინი სასამართლოს დარღვევების გამოძიებას სთხოვენ.
XS
SM
MD
LG