ეგვიპტეში არეულობა გრძელდება

ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ პრეზიდენტ მორსის შაბათს დაგეგმილი რეფერენდუმის გაუქმება აიძულონ
დღეს დილით, ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს ქაიროს ქუჩებში დაბანაკებულ დემონსტრანტებს. ინციდენტის შედეგად დაშავდა ცხრა ადამიანი. ამ ფონზე, ეგვიპტის დედაქალაქში პრეზიდენტ მოჰამედ მორსის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების პარალელური საპროტესტო გამოსვლები იგეგმება.
ეგვიპტის ოპოზიციის ლიდერები ცდილობენ პრეზიდენტ მორსის შაბათს დაგეგმილი რეფერენდუმის გაუქმება აიძულონ.
დღეს, ოპოზიციური ეროვნული ხსნის ფრონტი, რომელსაც ლიბერალი პოლიტიკოსები მოჰამედ ელ ბარადეი და ამრ მუსა უდგანან სათავეში, მომხრეებს პრეზიდენტის სასახლის მიმართულებით მსვლელობისკენ მოუწოდებს. ბარადეი და მუსა თვლიან, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტი ჯეროვნად არ იცავს ეგვიპტელი ხალხის უფლებებს.