ეგვიპტელები თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობენ

ექსპერტების აზრით, ეგვიპტის ამჟამინდელმა მთავრობამ ჰოსნი მუბარაქის მთავრობასთან შედარებით, უფრო მეტი შეცდომა დაუშვა

Your browser doesn’t support HTML5

ეგვიპტე


ეგვიპტელებს სიტყვის თავისუფლება სურთ. ეს ერთერთია იმ წართმეულ ადამიანის უფლებათა შორის, რისი მოპოვებაც მათ ორი წელია სურთ.
ეგვიპტელები ამ მიზნის მისაღწევად ძალას არ იშურებენ, ინტერნეტის საშუალებით აქტივისიტური პროპაგანდიდან დაწყებული ქუჩის აქციებით დამთავრებული.

თუმცა, მწერალი ალა ელ ესვანი ამბობს, რომ პრეზიდენტ მორსის მიერ მართულ ქვეყანაში თავისფულების მოპოვება ილუზიაა:

„მათ ასეთი ფორმულირება აქვთ: რაც გინდათ წერეთ, ჩვენ კი მაინც იმას გავაკეთებთ, რაც გვსურს.“

ესვანის თმით, ეგვიპტის ამჟამინდელმა მთავრობამ ჰოსნი მუბარაქის მთავრობასთან შედარებით უფრო მეტი შეცდომა დაუშვა:

„მორსის მართველობის დროს პრეზიდენტის შეურაცხყოფის ბრალდებით 10 ადამიანი გაასამართლეს. ეს ყველაფერი მისი ხელისუფლებაში მოსვლიდან 4 თვეში მოხდა. მუბარაქმა კი ასეთი გაუგონარი საქციელი მხოლოდ 30 წლის განმავლობაში სამჯერ ჩაიდინა.“

პოლიტიკურ ლიდერთა არასწორი პოლიტიკის გამო ხალხის რეაქცია ხშირად უფრო მასშტაბურია. ამერიკაში გადაღებული ვიდეოს გამო ლიბიელმა ექსტერმისტებმა ამერიკის საელჩოზე იერიში მიიტანეს და ამერიკის ელჩი და ოთხი თანამშრომელი მოკლეს.

სიტყვის თავისუფლებაზე ისლამისტური შეხედულება დასავლეთში დამკვიდრებული თავისუფლებისგან მკვეთრად გასნხვავდება. საფატ ალ განი ეგვიპტის სახალხო მოძრაობის წევრია. მისი თქმით, თავისუფლებას არაერთგვაროვანი განმარტება აქვს. მას მიაჩნია, რომ ნებისმიერი თავისუფლება ისლამისტურ კანონებსა და ტრადიციებთან შესაბამისობაში უნდა მოდიოდეს.

პოლიტიკური სატირიკოსი და ეგვიპტეში ცნობილი კომედიური მსახიობი ბასემ ალ იოსეფი ამბობს, რომ მის ხუმრობებს პრეზიდენტზე მთავრობაში არცთუ ისე იუმორით ეკიდებიან.

ალ იუსეფი ამბობს, რომ იყო მცდელობა ის საკუთარი საქამიანობისთვის დაეკითხათ, თუმცა ხალხის აღშფოთებამ მათ გადაწყვეტილება შეაცვლევინა. თუმცა იუსეფი ყოველ წუთას ელის, რომ პასუხს ამ ხი=უმრობებზე მოსთხოვენ.

რანია ალ მალიკი გამომცემელია და მიიჩნევს, რომ მორსის მთავრობამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს უფრო რეალურად უნდა შეხედოს. იგი ეგვიპტის ბედს და მომავალს არცთუ ისე ნათელ ფერებში ხედავს:

„ქვეყნის კოსნტიტუციის თანამხმად, მედიას ორი ახლადშექმნილი სტრუქტურა აკონტროლებს. თუმცა დაზუ სტებით რისი უფლებები გვაქვს, მაინც ვერ გავგვირკვევია.“

ახლო აღმოსავლეთის პოსტ რევოლუციურ ქვეყნებში მოქალაქეები თავისუფლებისა და უფლებებისთვის ბრძოლას განაგრძობენ. ეგვიპტემ მათ საკუთარი მაგალითი უნდა უჩვენოს.