ორშაბათს, პრეზიდენტ მორსის მთავრობით იმედგაცრუებულ ეგვიპტელებს პოლიციასთან შეტაკება მოუხდათ. ქუჩაში გამოსული დემონსტრანტები ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის დასრულების ორი წლისთავს აღნიშნავდნენ.
პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრელმსადენი გაზი მას შემდეგ გამოიყენა, რაც დემონსტრანტებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს. ინციდენტი პრეზიდენტის სასახლის წინ მოხდა, სადაც ასობით ადამიანი იყო შეკრებილი.
აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ, რომელზეც ეგვიპტელებს რევოლუციისკენ მოუწოდებენ. დემონსტრანტები ასევე სკანდირებდნენ შეძახილებს "მუსლიმთა საძმოს" მმართველობის დასასრულის შესახებ.