დემონსტრანტები ექსპრეზიდენტ მუბარაქის დამხობის და რევოლუციის ორი წლისთავს აღნიშნავენ
ეგვიპტის დედაქალაქში საპროტესტო აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. წინა დღეს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. ეგვიპტეში საპროტესტო აქცია რამდენიმე დღეა გრძელდება. დემონსტრანტები ექსპრეზიდენტ მუბარაქის დამხობის და რევოლუციის ორი წლისთავს აღნიშნავენ. ყველაზე სისხლიანი შეტაკება გუშინ პორტ საიდთან მოხდა, სადაც 31 ადამიანი დაიღუპა. პორტ საიდში ძალადობა სასამართლოს მიერ სასიკვდილო განაჩენის გამოტანას უკვაშირდება იმ 21 ადამიანის რომელთა ქმედებასაც გასულ წელს ფეხბურთის მატჩის დროს 74 ადამიანი სიცოცხლე შეეწირა.