მუსლიმთა საძმოზე ზეწოლა გრძელდება

ეგვიპტის გარდამავალმა მთავრობამ დღეს ორგანიზაციის კიდევ ერთი ცნობადი სახე დააპატიმრა
ეგვიპტის გარდამავალი მთავრობა მუსლიმთა საძმოზე წნეხს აძლიერებს. დღეს ორგანიზაციის კიდევ ერთი ცნობადი სახე დააპატიმრეს. მურად ალი, მუსლიმთა საძმოს სპიკერი ქაიროს აეროპორტში აიყვანეს. საძმოს მგრძნებარე მოძღვარი, საფატ ჰეგაზი კი ლიბანის საზღვარზე დააპატიმრეს. გუშინ, ეგვიპტის ხელისუფლებამ მუსლიმთა საძმოს სულიერი წინამძღვარი, 70 წლის მოჰამედ ბადი აიყვანა.

ეგვიპტის სასამართლოს მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, ექსპრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი პატიმრობიდან დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. 2011 წლიდან, მას შემდეგ რაც ეგვიპტეში რევოლუცია მოხდა, ყოფილი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება. მუბარაქის ადვოკატი, ფარიდ ელ-დიბი აცხადებს, რომ 85 წლის ექსპრეზიდენტს ციხიდან ხუთშაბათს გაუშვებენ. სასამართლომ გუშინ ჰოსნი მუბარაქს ორი მთავარი ბრალდება მოუხსნა. პირველი დემონსტრანტების დახოცვისთვის ხელის არშეშლა იყო, მეორე კი მისი ოჯახის მიერ საჯარო თანხების დასაკუთრება გახლდათ.