529 ადამიანის ორ დღეში გასამართლება სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს არ შეესაბამება - ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი
დღეს ეგვიპტის მუსლიმთა საძმოს ლიდერი და 700 წევრი მკვლელობის და ძალადობის ბრალდებით სასამართლოს წინაშე წარსდგნენ. სასამართლო პროცესს წინ უძღოდა მინიას სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მუსლიმთა საძმოს 529 წევრს სასიკვდილო განაჩენი მიუსაჯეს.
პირველი სასამართლო პროცესი ორი დღე გაგრძელდა, რასაც საერთაშორისო კრიტიკა მოჰყვა. დღეს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესმა კომისარმა რუპერტ კოვილმა განაცხადა, რომ 529 ადამიანის ორ დღეში გასამართლება სამართლიანი მართლმსაჯულების საფუძვლებს არ შეესაბამება.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესცენტრის მდივნის მარი ჰარფის განცხადებით, ეგვიპტის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას ამერიკის შეერთებული შტატებიც გამოთქვამს.