ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ეგვიპტეში "ჰამასის" ოფისები დახურეს


ეგვიპტის ექსპრეზიდენტს მოჰამედ მორსის "ჰამასთან" ურთიერთობა ედება ბრალად

ეგვიპტის სასამართლომ პალესტინური დაჯგუფება "ჰამასის" საქმიანობა აკრძალა და მას ტერორისტული ორგანიზაციის კვალიფიკაცია მისცა.

დღეს სასამართლომ ეგვიპტეში "ჰამასის" ოფისების დახურვასთან დაკავშირებით ბრძანება გასცა.

ჰამასი ეგვიპტურ დაჯგუფება მუსლიმთა საძმოს განშტოებაა, რომელიც დროებითმა მთავრობამ ტერორისტულ დაჯგუფებად გამოაცხადა.

ეგვიპტის ექსპრეზიდენტი მოჰამედ მორსი უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე წარსდგება, რომელმაც მას ერთერთ ბრალდებად "ჰამასთან" ურთიერთობაც წაუყენა.
XS
SM
MD
LG