ეგვიპტეს საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილი დიპლომატისა და არაბული ლიგის ყოფილი ხელმძღვანელის ამრ მუსას კანდიდატურა მნიშვნელოვანი ყურადღების ცენტრშია. თავად ბატონი მუსა ქვეყნის სათავეში მოსასვლელად მზადაა:
“ქვეყანა დიდ კრიზისშია და ამ კრიზისს გამართლება არ აქვს, როცა პრეზიდენტს არ ძალუძს თავადვე მოაგვაროს პრობლემები და საკუთარი გამოცდილების მეშვეობით ქვეყნის მდგომარეობა გააუმჯობესოს.”
მუსა წინასარჩევნო კამპანიას საკმაოდ კარგად უმკლავდება. ქაიროში მცხოვრბი ერთ-ერთი ამომრჩეველი ჰუსეინ ალი კი თავის საარჩევნო გადაწყვეტილებაზე შემდეგს აცხადებს:
“ძველი მთავრობიდან არავინ მინდა ახალ ხელისუფლებაში რომ მოვიდეს, თუნდაც პრეზიდენტად, ქვეყანას ახალი სისხლი სჭირდება.
სულ ახლახანს გამართულ საპრეზიდენტო დებატებში, ამრ მუსას კონკურენტმა აბდელ-მონაიმ აბოლფოთომ იგი ეგვიპტეს ყოფილი პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის რეჟიმის აქტიური წევრობისთვისაც მკაცრად გააკრიტიკა. მას შემდეგ ბატონი მუსა ხაზგასმით აღიშნავს, რომ უკანსაკნელ პერიოდში მისი პოლიტიკური მოღვაწეობა არაბული ლიგით შემოიფარგლებოდა:
“პრეზიდენტ მუბარაქის რეჟიმის დამხობა თითოეული მთავრობის წევრის პოლიტიკური კარიერის დასასრულს წარმოადგენდა. მე უკვე კარგა ხნის წამოსული ვიყავი მაშინდელი ხელისუფლებიდან. ასე რომ საკუთარ თავს იმ რეჟიმის გადმონაშთად სულაც არ ვთვლი.”
ამრ მუსას მოსაზრებას მხარდამჭერებიც იზიარებენ და აღნიშნავენ, რომ სწორედ მუსას დამოუკიდებელმა სულისკვეთებამ მიიყვანა იგი არაბულ ლიგამდე. ბატონი მუსას მკვეთრმა პოზიციამ ისრაელის საკითხთან დაკავშირებით მას პოპულარობაც გაუზარდა.
მუსიკა-საუნდი-არაბულად: “მძულს ისარელი და მიყვარს ამრ მუს…”
არაბულ ენაზე შესრულებული ეს სიმღერაც ამრ მუსას წარმატებას კიდევ ერთხელ ადასტურებს.
ახლა მუსას კონკურენტებს ისლამისტები წარმოადგენენ. პრეზიდენტობის კანდიდატი თავის პოლიტიკურ პლატფორმას რელიგიისაგან ანსხვავებს, საკუთარ თავს ნაციონალისტს უწოდებს და ქვეყნის აღმშენებლობას რეფორმების მეშვეობით გეგმავს.
პოლიტიკური ექსპერტი ჰიშმან კასემი აღნიშნავს რომ ეგვიპტეში, მუბარაქის რეჟიმის დამხობის შემდეგაც, ერთ წელზე მეტ ხანს გაგრძელებული არასტაბილური ვითარება, ამრ მუსას უპირატესობაზე დადებითად მოქმედებს:
“ეგვიპტეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ქვეყნის არეულობა ძალიან აღელვებთ. მათ ასევე კარგად ახსოვთ, რომ აღნიშნული ესკალაცია არა სოფლიდან, არამედ ქალაქიდან დაიწყო; სწორედ ამიტომ სოფლის ამომრჩეველთა შეხედულება უფრო კონსერვატული, სტაბილურობის მომხრეა რაც ვფიქრობ, რომ სასარგებლოდ მოქმედებს.“
და თუ მართლაც გადავხედავთ ეგვიპტეს აწმყოსა და ასევე შევაფასაბეთ მომავალს, რომელშიც დიდი ადგილი ამრ მუსას დანაპირების ვრცელ ნუსხას უჭირავს, დავინახავთ რომ მისი არჩევის შემთხვევაში, ქვეყნის გარდამავალი ლიდერი კვლავ მოძრაობაში იქნება.