საპროტესტო აქციები კომენდანტის საათის მიუხედავად მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
ეგვიპტეში ანტი-სამთავრობო დემონსტრაციები კვლავ მიმდინარეობს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა მოჰამედ მორსიმ სამ რეგიონსა და სუეცის არხის ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი დააწესა.
მომიტინგეები სამართალდამცავ უწყებებს წინააღმდეგობას უწევენ საგანგებო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის აღსრულების პროცესში. დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავეა ქალაქებში პორტ საიდში, ისმაილიასა და სუეცში, სადაც მოსახლეობა აცხადებს, რომ დემონსტრაციებსა და პოლიციასთან დაპირისპირებას გააგრძელებს.
პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აკრიტიკებენ პრეზიდენტს და აცხადებენ, რომ მონაწილეობას არ მიიღებენ მის მიერ მოთხოვნილ დიალოგში, რომლის დანიშნულებაც დაძაბულობის შემცირებაა.
ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური პარტია დოსტურის ლიდერმა მოჰამედ ელ ბარადეიმ პრესკონფერენცია გამართა. ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი პოლიტიკოსი აცხადებს, რომ ოპოზიცია მზადაა დიალოგისთვის, თუმცა ის არ აპირებს ისეთ მოლაპარკებებში მიიღოს მონაწილეობა, რომელიც მისი აზრით, ჩიხში შესვლისთვისაა განწირული.
ძალადობა გასულ კვირას დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეგვიპტეში რევოლუციის ორი წლისთავი აღნიშნეს. პოლიციასთან დაპირისპირების ძირითადი მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო, რომლითაც 21 ადამიანს სიკვდილით დასჯის ვერდიქტი გამოუტანეს. გასამართლებული ადამიანების უმრავლესობა პორტ საიდის მაცხოვრებლები არიან. მათ ბრალად ედებათ შარშან ფეხურთის მატჩის შემდეგ დაწყებული არეულობის ორგანიზება, რომლის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
არეულობა ეგვიპტის რამდენიმე ქალაქში მიმდინარეობს, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოება პოლიტიკური ნიშნით უკიდურესად პოლარიზებულია. პრეზიდენტს მუსლიმთა საძმო და ისლამისტები მხარს უჭერენ, მაგრამ მოსახლეობის ერთი ნაწილი ახალი ხელისუფლების საქმიანობით უკმაყოფილოა. ისინი აცხადებენ, რომ მთავრობა ვერ უზრუნველყოფს ეკონომიკურ განვითარებას და სოციალური სამართალი ეგვიპტეში მნიშვნელოვნად სუსტდება.
მომიტინგეები მთავრობის მიმართ არსებულ უკმაყოფილებას პოლიციასთან დაპირისპირებით გამოხატავენ.
პორტ საიდში და სხვა ქალაქებში მოსახლეობა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებაზე საუბრობს. უკმაყოფილების მიზეზს კი სამართალდამცავების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენება და ანგარიშვალდებულების ნაკლებობა სახელდება.
პოლიტიკური აქტივისტი და ერთ-ერთი ცნობილი ეგვიპტელი ბლოგერი ვაელ ხალილი ამბობს, რომ მოსახლეობაში უკმაყოფილება დაგროვებულია პოლიციის მხრიდან ძალადობისა და ათწლეულების მანძილზე შემუშავებული დაუსჯელობის პრაქტიკის გამო:
„პოლიცია ძველი რეჟიმის ერთ-ერთი გადმონაშთია, რომელიც უცვლელი რჩება. ახლა კი ისე გამოდის, რომ მორსი და მუსლიმთა საძმო მას საკუთარ ძალად იყენებენ.“
ხალილი აცხადებს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სიტუაციას ვერ გამოასწორებს. პრობლემის საფუძველი პოლიციის დაუსჯელობა და ვიდრე პრეზიდენტი ამ საკითხზე არ გაამახვილებს ყურადღებას, ის ეგვიპტელ ხალხში საკუთარ რეპუტაციას აზიანებს.