კრემლმა განაცხადა, რომ ნატოს შეიარაღებული ძალების უკრაინაში განლაგება, რუსეთის საზღვარზე დაძაბულობას გააღრმავებს და რუსეთს „აიძულებს“ დამატებით ქმედებებს მიმართოს მისი უსაფრთხოების დასაცავად.
ასევე ნახეთ: უკრაინის თქმით, რუსეთი მის საზღვარზე სამხედრო მობილიზაციას ახდენსნატომ ხუთშაბათს, უკრაინის აღმოსავლეთ საზღვარზე რუსეთის სამხედრო მობილიზაციის გამო შეშფოთება გამოთქვა, მას შემდეგ რაც მოსკოვი დაიმუქრა, რომ დონბასში კონფლიქტის ესკალაცია უკრაინას „გაანადგურებს“.
კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საკონტაქტო ხაზზე აღმოსავლეთ უკრაინაში უკრაინის მთავრობის და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის სიტუაცია საშიშია და ადგილი აქვს „პროვოკაციებს“.
ასევე ნახეთ: უკრაინა რუსეთს უსაფრთხოების სიტუაციის სისტემურ არევაში სდებს ბრალსპენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი, 1 აპრილს მის უკრაინელ კოლეგას ანდრიი ტარანს ესაუბრა და „დაგმო უკანასკნელი გამწვავება რუსეთის აგრესიული და პროვოკაციული ქმედებებისა, აღმოსავლეთ უკრაინაში“.
სიტუაცია აღმოსავლეთ უკრაინის საზღვარზე რუსეთთან მას შემდეგ გამწვავდა, რაც იქ რუსეთმა საკუთარი სამხედრო კონტიგენტის მობილიზაცია დაიწყო. ამის შესახებ უკრაინამ 30 მარტს განაცხადა.
ასევე ნახეთ: რუსეთის ჯარების გადაადგილება უკრაინის საზღვარზე კიევის დასაშინებლად ხდება - ზელენსკი