რუსეთი უკრაინის ენერგოინფრასტრუქტურაზე სარაკეტო და დრონებით თავდასხმებს აგრძელებს. ამის შესახებ, უკრაინის რეგიონული ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სამხედროებმა განაცხადეს.
უკრაინის საჰაერო თავდაცვამ განაცხადა, რომ რუსეთმა შეტევაში ირანული წარმოების სამი დრონი და ორი მართვადი რაკეტა Kh-59 გამოიყენა და დაამატა, რომ მათ ყველა დრონი ჩამოაგდეს.
უკრაინის მხარეს არ დაუსახელებია დეტალები იმ ტერიტორიების შესახებ, სადაც თავდასხმები განხორციელდა.
ხმელნიცკის დასავლეთ რეგიონში, რეგიონის გუბერნატორის მოადგილემ, სერხი ტიურინმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვამ დრონებს ცეცხლი გაუხსნა.
ტიურინის თქმით, მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
ასევე ნახეთ: უკრაინა მოკავშირეებთან ერთად ზამთრისთვის მზადებას იწყებსიმავდროულად, სამხრეთ უკრაინაში, 24 ნოემბერს დილით, რუსულმა დაბომბვამ გაანადგურა საბავშვო ბიბლიოთეკა ქალაქ ხერსონში. რეგიონის გუბერნატორის, ოლეკსანდრ პროკუდინის განცხადებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"საბავშვო ბიბლიოთეკა. დილის ექვსი საათი. ჭურვის პირდაპირი იერიში. ბარბაროსებმა გაანადგურეს ხერსონის ბიბლიოთეკა, რომელიც წლების განმავლობაში ახარებდა ყველაზე პატარა მნახველებს და მათ მშობლებს", - წერს პროკუდინი "ტელეგრამზე".
ბერისლავში, იმავე რეგიონში, დაიჭრა მშვიდობიანი მოქალაქე, როდესაც რუსულმა უპილოტო თვითმფრინავმა ასაფეთქებელი ნივთიერება ჩამოაგდო, განაცხადეს ადგილობრივ ხელისუფლებაში.
რუსულმა ძალებმა არაერთხელ მიიტანა იერიში ხერსონზე, მდინარე დნეპრის გადაღმა, მას შემდეგ, რაც ისინი ქალაქიდან ერთი წლის წინ გავიდნენ, უკრაინის წინსვლის შედეგად.
ასევე ნახეთ: რუსეთი დნიპროპეტროვსკისა და ხერსონის რეგიონებს უტევსამავდროულად, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის თავდასხმებმა და მზარდმა უამინდობამ, უკრაინის მასშტაბით 635 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დატოვა.
ძლიერმა ქარმა ელექტროენერგიის გარეშე დატოვა 158 დასახლება ლვივის, ვოლინისა და ივანო-ფრანკივსკის რეგიონებში. დნეპროპეტროვსკის სამხრეთ რეგიონში, ტექნიკური მიზეზების გამო, ელექტროენერგიის გარეშე თითქმის 46 000 ადამიანი დარჩა, განაცხადა სამინისტრომ.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა „უკრენერჰომ“ განაცხადა, რომ დეფიციტის ასანაზღაურებლად, მეზობელი რუმინეთიდან, გადაუდებელი დახმარება გააქტიურა. ჯამური მოცულობით 1,200 მეგავატი საათში.
ასევე ნახეთ: შარლ მიშელი უკრაინაში "მაიდნის" რევოლუციის 10 წლისთავზე ჩავიდარუსეთში, თავდაცვის სამინისტრომ 24 ნოემბერს თქვა, რომ მისმა საჰაერო თავდაცვამ, ღამით, ოკუპირებულ ყირიმსა და ვოლგოგრადის რეგიონებში, 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდო.
„საჰაერო თავდაცვის სისტემებმა მიყოლებით გაანადგურეს 16 უპილოტო საფრენი აპარატი, 13 ყირიმის ნახევარკუნძულზე და სამი ვოლგოგრადის რეგიონის ტერიტორიაზე“, - თქვა სამინისტრომ "ტელეგრამის" არხზე, დეტალების დასახელების გარეშე.
ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ მოხერხდა. უკრაინას აღნიშნულზე კომენტარი არ გაუკეთებია.