თურქეთის საკურორტორო ქალაქ მარმარისის ძლიერი ხანძრების შედეგად ტყე, თითქმის, მთლიანად გადამწვარია. ინტერნეტში გავრცელებული ვიდოები, რომელიც დრონითაა გადაღებული ნათლად აჩვენებს სიტუაციის სიმძაფრეს. ქვეყნის პრეზიდენტმა, რეჯებ ტაიპ ერდოღანმა, ამ სტიქიურ მოვლენას, თურქეთის ყველაზე საშინელი ხანძარი უწოდა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ხანძრებმა ზიანი მიაყენა ათიათასობით ჰექტარ ტყეს, დაიღუპა რვა ადამიანი და ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.
სატყეო საქმეთა მინისტრმა, ბექირ პაკდემირლიმ, ორშაბათს განაცხადა, რომ მეხანძრეებმა, ბოლო 13 დღის განმავლობაში თითქმის 240 ცეცხლის კერის კონტროლირება შეძლეს.
ასევე ნახეთ: ერდოღანი თალიბანს აფრთხილებს და ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებსმაგლას მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმათ შორის, რომელიც ხანძრის გამო მძიმედ დაზარალდა. მაგალში 55,000 ჰექტარი ტერიტორიაა გადამწვარი. გასულ წელს იგივე ტერიტორიაზე გაჩნდა ცეცხლი, საიდანაც 36,000 ადამიანის ევაკუცია გახდა საჭირო.
ხანძრების გაჩენას ხელი შეუწყო და მასთან გამკლავებას ხელს უშლის ძლიერი ქარი, დაბალი ტენიანობა და 40 გრადუსზე მეტი სიცხე. ამჟამად ცეცლხს ებრძვის 15 თვითმფრინავი, 64 ვერტმფრენი და 5,250 ადამიანი.