საქართველომ დოპინგის გამო ოლიმპიური ვერცხლი დაკარგა

Your browser doesn’t support HTML5

1952 წლის ოლიმპიური თამაშებიდან მოყოლებული, ქართველმა ოლიმპიელებმა სამშობლოს 125 მედალი - 39 ოქრო, 30 ვერცხლი და 56 ბრინჯაო მოუპოვეს. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 17 იანვრის გადაწყვეტილებით კი საქართველომ ერთი მედალი დაკარგა. ოლიმპიური ვერცხლი მოჭიდავე დავით მოძმანაშვილმა უნდა დააბრუნოს.