ვაშინგტონი —
დონეცკის რეგიონულ ადმინისტრაციულ შენობაში რამდენიმე ასეული აქტივისტი საკუთარ თავს „სახალხო საბჭოს" უწოდებს, უკრაინისგან გამოყოფას მოითხოვს და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დახმარებას სთხოვს. პრო-რუსული დემონსტრაციების მონაწილეები აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქების-ლუგანსკის და ხარკოვის სამთავრობო შენობებშიც შეიჭრნენ.
"ნოვაია გაზეტას" თავდაცვის საკითხების ანალიტიკოსმა, პაველ ფელგენჰაუერმა თქვა, რომ აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქებში, შესაძლოა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო ინტერვენცია მოხდეს.
„რეალურ ფაქტორად, იქ განლაგებული სამხედრო ძალების საბრძოლო მზდყოფნა გვევლინება. როგორც სჩანს, საბრძოლო მზადყოფნა ამჯერად უმაღლეს წერტილზეა."
ფელგენჰაუერი ამბობს, რომ საბრძოლო მზადყოფნა უსაზღვროდ ვერ გაგრძელდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში შეჭრისთვის საჭირო დროის ფანჯარა ახლა აქვს. უკრაინის პარლამენტი კი იმავდროულად ანტი-სეპარატისტულ კანონმდებლობას მიიღებს.
„ასე, რომ ეს ან ახლა უნდა მოხდეს, ან არასდროს. „არასდროს" ალბათ არა, მაგრამ საბრძოლო მზადყოფნის ასეთ დონეს, შეიძლება დაახლოებით აგვისტოში ისევ მივაღწიოთ."
ფელგენჰაუერმა თქვა, რომ ამჟამინდელი დროის ფანჯარა დღევანდელი დღიდან შუა მაისამდე გრძელდება, როცა უკრაინის სიახლოვეს განლაგებული რუსული ძალების როტაცია უნდა მოხდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებას კიევში ასეთივე მცირე დროის ფანჯარა აქვს საკუთარი ზომების გასატარებლად, მაგრამ მათ რისი გაკეთება შეუძლიათ?
ნიუ იორკის უნივერსიტეტის პროფესორმა და უსაფრთხოების ექსპერტმა მარკ გალეოტიმ თქვა, რომ უკრაინას შეუძლია პრო-რუსი აქტივისტების, მათ მიერ დაკავებული შენობებიდან ძალით გაყვანა.
„კიევმა უნდა აჩვენოს, რომ შეუძლია გადამჭრელი მოქმედება და ამის ძალა შესწევს. თუ ამას არ გააკეთებს, ამით დემონსტრანტებს კიდევ უფრო გაათამამებს."
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო, სიტუაციის განსამუხტად დონეცკში მიემართება. გალეოტის თანახმად, პრო-რუს დემონსტრანტებთან მოპყრობაში, უკრაინის მთავრობას რთული ბალანსის დაცვა მოუწევს. მისი თქმით:
„ზედმეტად ძალისმიერი მოპყრობა საქმეს კიდევ უფრო გააუარესებს. მეორეს მხრივ, მათ არ შეუძლიათ თავს იმის ნება მისცენ, რომ ზედმეტად სუსტად გამოჩნდნენ. ეს რთულად მისაღწევი ბალანსია."
ამჟამად, გასროლა ჯერ არ მომხდარა. ზოგიერთი დამკვირვებელი ამბობს, რომ თუ რუსეთი და უკრაინა 25 მაისის საპრეზიდენტო არჩევნებამდე და მერე, ზაფხულში სისხლისღვრის თავიდან აცილებას შეძლებენ, მომავალი ზამთარი რუსულ სამხედრო ძალებს საზღვრის საკუთარ მხარეს გააჩერებს.