სამშაბათს ტრამპი სამართალდამცავებს ჩაბარდება

Your browser doesn’t support HTML5

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით კომენტარს სამშაბათს საღამოს გააკეთებს. წინასწარი ინფორმაციით, ის ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში 4 აპრილს, დილიდან გამოცხადდება. დონალდ ტრამპი დანაშაულს უარყოფს და მიმდინარე გამოძიებას პოლიტიკურ შურისძიებად აფასებს.