ამერიკული დოლარის ბანკნოტების დამზადება ურთულესი პროცესია
Your browser doesn’t support HTML5
ბიურო 1862 წელს, ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, აბრაამ ლინკოლნის პრეზიდენტობისას დაარსდა.
ბიუროს დირექტორი ფელიქს ტორი ამბობს, რომ ამერიკული დოლარის ბანკნოტების დამზადება ძალიან რთული პროცესია.
„ეს გამოიყურება, როგორც ქაღალდზე დატანილი მელანი და ეს ნამდვილად ქაღალდზე დატანილი მელანია, მაგრამ ამ ბანკნოტებში წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის სხვადასხვა სისტემა არის გამოყენებული.“
ბეჭდვის პირველ სტადიაზე ფონი იბეჭდება. შემდეგ ქაღალდი მელნით გაჟღენთილი რელიეფური ფირფიტების წნეხში ხვდება. ეს „ინთალიო“ ტექნოლოგია ბანკნოტებს დამახასიათებელ ტექსტურას ანიჭებს. ლარი ფელიქსი ამბობს:
„შეერთებული შტატები უფრო მეტ „ინთალიოს“ იყენებს, ვიდრე თითქმის ყველა სხვა ქვეყანა, იმიტომ, რომ „ინთალიოს“ ჩვენ ბანკნოტის ორივე მხარეს ვიყენებთ.“
ამის შემდეგ სერიულ ნომრებს და ბეჭდებს ამატებენ. ლარი ფელიქსი ამბობს:
„ამ მახასიათებლებს იმიტომ ვუმატებთ, რომ ადამიანებს გავუადვილოთ ნამდვილი ბანკნოტების ამოცნობა.
ჩვენ ყოველთვის ვუკეთებთ შეფასებას ბანკნოტების მიმართ არსებულ საფრთხეებს, რაც ციფრული ტექნოლოგიით არის გამოწვეული. ჩვენ ვემზადებოდით ამ საფრთხეებისთვის და ბანკნოტების ეს მახასიათებლები შევქმენით.“
„შეერთებული შტატების ვალუტა ბევრი მიზეზის გამო არის უნიკალური.“
როზი რაიოსი შეერთებული შტატების ხაზინადარია. ის პირდაპირ უწევს კონტროლს ფულის და ფასიანი ქაღალდების ბიუროსაც და შეერთებული შტატების ზარაფხანასაც, სადაც ლითონის მონეტები მზადდება.
მიუხედავად იმისა, რომ ყალბი ბანკნოტების ძალიან მცირე პროცენტია მიმოქცევაში, მთავრობა აგრძელებს ამერიკული ვალუტის დიზაინის განახლებას რათა გაუსწროს ახალ ტექნოლოგიებს და ტექნიკურად მომზადებულ ყალბი ფულის მჭრელებს. მას მაგალითად ახალი ასდოლარიანი ბანკნოტი მოჰყავს. როზი რაიოსი ამბობს:
„პირველი, რასაც შეამჩნევთ ამ ახალ ასდოლარიან ბანკნოტზე, რომელიც 2013 წლის ოქტომბერში მოიჭრა, არის ეს ლურჯი, სამგანზომილებიანი უსაფრთხოების ლენტი.“
ეს ლენტი, უსაფრთხოების სხვა მახასიათებლებთან ერთად, საზოგადოებისთვის ნამდვილი ბანკნოტის ამოცნობას ამარტივებს, ხოლო ყალბი ფულის მჭრელთათვის კი მის ნამდვილთან მიმსგავსებას უფრო ართულებს. როზი რაიოსი ამბობს:
„შეერთებული შტატების ვალუტას მთელს მსოფლიოში ენდობიან. ხალხი მას ცნობს. ამიტომ გვინდა იმის უზრუნველყოფა, რომ ჩვენ ვამზადებდეთ ისეთ რამეს, რაც ნდობას იმსახურებს, დაცულია, უსაფრთხოა და ადამიანები მის გამოყენებას მომავალშიც გააგრძელებენ.“
თუ ვინმეს აინტერესებდა, ნაღდი ფულით ანგარიშწორება უკვე წარსულს ხომ არ ჩაბარდა, რაიოსი ამბობს, რომ ამის თაობაზე შეშფოთება არ ღირს.
როზი რაიოსი ამბობს:
„მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში უზარმაზარი რაოდენობით ელექტრონული ანგარიშსწორება მოხდა, ფულის ნიშნების აბსოლუტური რაოდენობა, რომელსაც ჩვენ ვუშვებდით, იზრდებოდა. ჩვენ, ჯერ კიდევ წელიწადში საშუალოდ 7 მილიარდ ბანკნოტს ვუშვებთ.“
ამ ბანკნოტების 60 პროცენტი შეერთებული შტატების გარეთ არის მიმოქცევაში. რაიოსი ამბობს, რომ ამ ვალუტაზე მოთხოვნა კიდევ მრავალი წლის განმავლობაში იარსებებს.