ბელარუსულმა ტელეგრამის არხმა Nexta-მ გამოაქვეყნა საგამოძიებო-დოკუმენტური ფილმი „ოქროს ფსკერი“, რომელიც შეიცავს ბელარუსი ავტოკრატი ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მისამართით გამოთქმულ კორუფციულ ბრალდებებს.
პოპულარული ოპოზიციური ტელეგრამის არხი Nexta ორი კვირის განმავლობაში არ განახლებულა, რამაც წარმოშვა ხმები მისი ადმინისტრატორების ბედის შესახებ. მაგრამ ორშაბათ დილით არხის საიტზე გამოჩნდა ცნობა, რომ Nexta მთელი ამ ხნის განმავლობაში ამზადებდა ლუკაშენკოს სიმდიდრეზე მომზადებული ფილმის პრემიერისათვის.
Nexta-ს მიერ ჩატარებული გამოძიების მთელი აზრი იმაში მდგომარეობს, რომ ლუკაშენკომ მოახდინა ბელარუსის მრავალი სახელმწიფო რეზიდენციის, მათ შორის, მდიდრული დამოუკიდებლობის სასახლის, პრივატიზება და პირადი ინტერესებისთვის იყენებს პრეზიდენტისათვის განკუთვნილ საავტომობილო პარკს. ამას გარდა, ლუკაშენკა ღებულობს ძვირფას საჩუქრებს და როგორც ფილმის ავტორები ამტკიცებენ, კორუფციული მოსაზრებით, მფარველობას უწევს რიგ უცხოელ მეწარმეს. მათ შორის, ფილმში ნახსენებია რუსი ბიზნესმენი მიხაილ გუცერიევი.
თავად ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ მას არ გააჩნია არავითარი ბიზნესი, ხოლო თითქმის ყველაფერი, რითაც ის სარგებლობს, სახელმწიფოს ეკუთვნის.
ბელარუსში აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკომ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები ლუკაშენკოს გადადგომას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხიმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის. ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკოს არ აღიარებენ პრეზიდენტად.