ქართველი ექიმი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში

Your browser doesn’t support HTML5

ქართველი ექიმი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში რჩება. უკანონო პატიმრობა ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით გაუხანგრძლივეს. ორთოპედ-ტრავმატოლოგთა საზოგადოების პრეზიდენტი ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის სს კოდექსის 322-ე მუხლით გაასამართლეს, რაც „რუსეთის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს“.