ურბანიზაცია და კატასტროფები

საერთაშორისო ორგანიზაცია „სი-ეიჩ-ეფის“ განცხადებით, არსებობს ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ორი საფრთხე. ერთი ურბანიზაცია და მეორე კატასტროფები.

2008 წელს გლობალურად ქალაქის მოსახლეობამ, პირველად, სოფლის მოსახლეობის რაოდენობას გადააჭარბა. პარალელურად, გაზრდილმა ბუნებრივმა კატასტროფებმა მოსახლეობის მომატებულ რიცხვზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა. ამის თვალნათელი მაგალითია იაპონიაში გასულ წელს მომხდარი ცუნამი, წყალდიდობა ბანკოკსა და მიწისძვრა ახალ ზელანდიაში.

კორტნი ბრაუნი, ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში, საერთაშორისო ორგანიზაცია „სი-ეიჩ-ეფის“ დირექტორია. იგი ასევე ავტორია იმ საინფორმაციო ხასიათის დოკუმენტისა, რომელსაც „21-ე საუკუნის ურბანული კატასტროფები.“ ეწოდება.

„არსებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოში მოსახლეობის რაოდენობა უფრო გაიზრდება; მათი, ყველაზე მეტი რაოდენობა ქალაქის ტერიტორიაზე დასახლდება საცხოვრებლად. ამასთანავე, მსოფლიოში უფრო მეტი ბუნებრივი კატასტროფები მოხდება; 1970 წლიდან მოყოლებული დღემდე კატასტროფების რიცხვი, წლის განმავლობაში 400 პროცენტით გაიზარდა. ყოველივე ამას კლიმატური ცვლილებებიც უწყობს ხელს,- “ ამბობს ბატონი ბრაუნი და იქვე აღნიშნავს რომ, ქალაქებიც ასევე საკმაო ტემპით იზრდება, რაც ზოგიერთი ქვეყნის ტერიტორიაზე უფრო მეტად შესამჩნევია ვიდრე სხვაგან. ამ რიცხვს - აზიისა და აფრიკის განვითარებადი ქვეყნები წარმოადგენენ.

ბოლო 20 წლის განმავლობაში, ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმოამდგენლები სამი სახეობის სტიქიურმა მოვლენამ შეაშფოთა; პირველი ჰაიტიში, კერძოდ პორტო პრენსში მომხდარი მიწისძვრა იყო, მეორე იაპონიის დედაქალაქ ტოკიოსა და მესამე კატმანდუში მომხდარი დიდი მიწისძვრები იყო.

2010 წელს ჰაიტიში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, საერთაშორისო ორგანიზაცია „სი-ეიჩ-ეფიმა“, ამერიკის საერთაშორისო დახმარების სააგენტოდან კატასტროფების დახმარების პროექტის განხორციელებისათვის დაფინანსება მიიღო. აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს სამეზობლო თემის განვითარებას იმ ადგილებში, სადაც ადამიანებმა საცხოვრებელი სახლები დაკარგეს სტიქიური უბედურების გამო:

„სამეზობლოების განვითარების იდეა, თავისთავად მარტივად განსახორციებელი არ არის, თუმცა ვცდილობთ, რაც შეიძლება, უკეთესი და დაცული გავხადოთ მოსახლეობისათვის. სწორედ ამიტომ, ქუჩები გავადიდეთ; მიწისძვრის შედეგად ჩამონგრეული ორსართულიანი სახლი აღვადგინე და საიმედოდ გავამაგრე, - “ გვიხსნის კორტნი ბრაუნი, საერთაშორისო ორგანიზაცია „სი-ეიჩ-ეფის“ წარმომადგენელი.

აღნიშნულმა საქმიანობამ, სხვა პროგრამის განხორციელებასაც შეუწყო ხელი, კერძოდ კატასტროფების რისკის შემცირებას, რომელიც მჭიდრო სამოსახლოების შექმნას ითვალისწინებს და არა მათ განაშენიანებას მდინარიან დაბლობებისა და წყლის შესაჩერებელ ჯებირებთან ახლოს.

სწორედ ამიტომ, იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს მიწისძვრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის ერთი წლის თავზე, საერთაშორისო ორგანიზაცია „სი-ეიჩ-ეფმა“ სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც იაპონიაში მიწისძვრის შემდეგ ჩატარებულმა აღდგენითმა სამუშაოებმა 235 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამასათანავე, ანგარიშში დასკვნის სახით ვკითხულობთ, რომ სტიქიური მოვლენები გარდაუვალია, რომელსაც თავისთავად სავალალო ფაქტორები მოსდევს; თუმცა კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამით უარყოფითი მოვლენების შემცირება შესაძლებელია.


,