ინდონეზიაში გაუქმდა მიწისძვრის შემდეგ გამოცხადებული ცუნამის განგაში. გაფრთხილებას ამერიკის წყნარი ოკეანის ცუნამის ცენტრი გუშინ მომხდარი რვა მთელი ექვსი მეათედი ბალის სიმძლავრის მიწისძვრის შემდეგ აკეთებდა. მიწისძვრა ბანდა აცეჰის დედაქალაქიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. ამავე რაიონში 2 საათში პირველადი რყევების შემდეგ, 8.2. ბალის მიწისძვრა დააფიქსირა ამერიკის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტმაც. ცუნამის განგაში რეგიონში რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით გამოცხადდა, თუმცა ამ ეტაპზე ადგილობრივი ოფიციალური პირები ფიქრობენ, რომ საფრთხემ ჩაიარა და ზღვის დონეზე დაკვირვების შედეგად საშიშროების რისკის შემცირება შეინიშნება.
თუ პირველადი შეფასებები დამტკიცდა, გუშნდელი მიწისძვრა მსოფლიოში დაფიქსირებულ მიწისძვრებს შორის შესაძლოა დედამიწის ერთერთ ყველაზე ძლიერ რყევად გამოცხადდეს.
object width="480" height="350" data="http://media.voanews.com/designvideo/slideshowXML.swf?xmlfile=http://www.voanews.com/templates/SlideshowPro.xml?contentid=146976465&xmlfiletype=Default" type="application/x-shockwave-flash">