მინსკში "რადიო თავისუფლების" ფოტოგრაფი დააკავეს

ბელარუსის საოლქო სასამართლომ "რადიო თავისუფლების" ფოტოჟურნალისტს, ულაძ ჰრაიძინს და ფოტოგრაფ ალექსანდრ ვასიუკოვიჩს 11 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი "არასანქცირებულ დემონსტრაციაში მონაწილეობისთვის" წაუყენეს.

ჰრაიძინი ჯილდოების მფლობელი ფოტოჟურნალისტი "რადიო თავისუფლებისთვის" მინსკში მუშაობდა და უცხოელი ჟურნალისტებისთვის მინიჭებული აკრედიტაცია ჰქონდა. ისიც და ვასიუკოვიჩიც დამნაშავედ სცნეს ბელარუსის კანონის, მასობრივი შეკრებების შესახებ, დარღვევაში. მათ ბრალი 16 სექტემბერს გამოუტანეს.

ასევე ნახეთ: "საერთაშორისო ამნისტია” ბელარუსზე გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მოუწოდებს

ორი ფოტოგრაფი კიდევ ერთ ჟურნალისტთან ერთად მინსკში, ერთ-ერთ ბარში დააკავეს 13 სექტემბერს. ეს სწორედ ის დღეა, როდესაც ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ბელარუსის დედაქალაქში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური შედეგების გასაპროტესტებლად.

გთავაზობთ დაკავებული ფოტოგრაფის რამდენიმე ფოტოს, რომელიც მან "რადიო თავისუფლებისთვის" მინსკში, საპრეზიდენტო არჩევნების დღეს და შემდეგ, საპროტესტო აქციების დროს გადაიღო.

სვიატლანა ციხანუსკაია საარჩევნო ყუთთან ხმის მიცემის დროს, 9 აგვისტო, 2020

დემონსტრანტების დასაშლელად პოლიცია რეზინის ტყვიებს ისვრის, 9-10 აგვისტო, 2020

საპროტესტო აქცია მინსკში, 23 აგვისტო, 2020

23 აგვისტო, საპროტესტო აქცია ბელარუსში, სადაც, დაახლოებით 100 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა

10 აგვისტო, მინსკის საპროტესტო აქციაზე დაჭრილი დემონსტრანტი