ბელარუსში ადამიანის უფლებათა კრიზისი ღრმავდება. 18 სექტემბერს, “საერთაშორისო ამნისტიამ” გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიმართა, რათა მან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული რეპრესიები გამოიძოს და დამნაშავეთ პასუხი მოსთხოვოს.
ორგანიზაცია ამბობს, რომ დიდი ხანია, ბელარუსი უარს ამბობს ადამიანის უფლებათა საბჭოს სპეციალურ მომხსენებელთან თანამშრომლობაზე.“ ორგანიზაცია აცხადებს, რომ მას დოკუმენტურად აქვს ასახული ბელარუსში გასულ წლებში მომხდარი ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები.
"საერთაშორისო ამნისტიის" აზრით, დღევანდელი ვითარება ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმეა. “გაეროს ადამიანის უფლებათა უმთავრესმა ორგანომ ბელარუსს უნდა გაუგზავნოს მკაფიო გზავნილი, რომ საერთაშორისო საზოგადოება არ შეეგუება ადამიანის უფლებათა ისეთ მასშტაბურ დარღვევებს, როგორიც ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს დაატეხა თავს. მსოფლიო უფლებაშელახულ ადამიანებს გვერდში უნდა დაუდგეს და მათ სამართლის პოვნაში დაეხმაროს,” - ვკითხულობთ “ამნისტიის” განცხადებაში.
Facebook Forum