შარლოტის აქცია მთელ ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ გავრცელებული მოძრაობის გაგრძელებაა
ჩრდილოეთ კაროლინას ქალაქ შარლოტში ჩასულ დელეგატებს ასობით მომიტინგე დახვდა, რომლებიც საპროტესტო აქციის - „დაიკავე უოლსტრიტი" - ზუსტად ერთი წლის წინ დაწყებულ ტრადიციას აგრძელებენ.
დემონსტრანტები ამბობენ, რომ შარლოტში მათი შეკრების მიზანი პრეზიდენტის და დემოკრატიული პარტიისთვის ხმის მიწვდენაა. ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ კორპორატიული ფინანსების ამერიკულ პოლიტიკაზე შესაძლო გავლენის გამო და მხარდაჭერას დემოკრატ დელეგატებს შორის ეძებენ.
„დემოკრატთა ეროვნული ყრილობა ერთი დიდი სახურავის ქვეშ უყრის თავს ყველაფერ იმას, რასაც ამერიკა განასახიერებს. ასე ჩამოყალიბდა ჩვენი ქვეყანა, პროტესტით, ხმის მკაფიო ამაღლებით. მეჩვენება, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩვენ ეს თვისება დავკარგეთ,“ - ამბობს შერი ბეილი, აქციის მონაწილე.
ის მხოლოდ ერთია იმ რამდენიმე ასეულ მომიტინგეს შორის, რომლებიც ქვეყნის ყველა კუთხიდან არიან ჩამოსული. მათ აქციას ჰქვია „სამხრეთ უოლსტრიტი“. სარა ფლოუნდერსი, დემონსტრაციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, აქციის სახელწოდებას განმარტავს.
„ქალაქი შარლოტი ქვეყანაში მეორე უმსხვილესი ფინანსური ცენტრია, რომელიც ზომით მხოლოდ უოლსტრიტს ჩამოუვარდება. სწორედ ამიტომ ჰქვია ჩვენს აქციას „სამხრეთ უოლსტრიტი“. დემოკრატთა ეროვნული ყრილობის ჩატარების ადგილადაც შარლოტი ამ ნიშნით შეირჩა. ის კორპორატიული საბანკო სისტემის მთავარი ცენტრია,“ - აღნიშნავს მიტინგის ორგანიზატორი.
მისი თქმით, შარლოტის აქცია მთელ ამერიკაში და მის ფარგლებს გარეთ გავრცელებული მოძრაობის გაგრძელებაა. აქციის სამიზნე ისეთი კორპორაციებია, როგორიცაა „ბენკ ოვ ამერიკა“ (Bank of America) და ერთ-ერთი უმძლავრესი ენერგო-კომპანია „დიუკ ენერჯი“ (Duke Energy). მათი სათაო ოფისები სწორედ შარლოტის ცენტრშია განთავსებული.
მომიტინგეთა შორის არის რობერტ გარნერი, ორგანიზაციიდან „გრინფისი“ (Greenpeace USA). ის კომპანია „დიუკ ენერჯის“ გარემოს დაცვასთან ზერელე დამოკიდებულებისთვის აკრიტიკებს. რობერტი ამბობს, რომ მომიტინგეთა უმრავლესობას ეკონომიკური კრიზისი პირადად შეეხო.
„აქ მოსულთაგან ზოგიერთმა სახლი დაკარგა. ბევრი ახლაც ბანკის მიერ სახლის ჩამორთმევის რისკის ქვეშ იმყოფება. მათ წლების მანძილზე უპატივცემულოდ ეპყრობოდნენ და პროტესტის სურვილი ამიტომ გაუჩნდათ.“
პეტ ტრიდიში რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიას ერთნაირად აკრიტიკებს და ამბობს, რომ საარჩევნო კამპანიისთვის განსაზღვრული კორპორატიული შენატანები პოლიტიკოსთა მომავალ გადაწყვეტილებებზე დიდ გავლენას მოახდენს.
„ამ არჩევნებზე კამპანიისთვის სულ ცოტა 5 მილიარდი დოლარი დაიხარჯება. მე და ჩემს თანამოაზრეებს ძალიან გვაწუხებს ეს ამბავი, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ შენატანებს აკეთებენ, არჩევნებიდან იმ შედეგს მიიღებენ, რაც მათ სურთ და რაშიც ფულს აბანდებენ“ - ამბობს აქციის რიგითი მონაწილე.
„სამხრეთ უოლსტრიტის“ მოძრაობას ბევრი სხვა პაციფისტური, პრო-იმიგრაციული თუ პროფკავშირული ორგანიზაცია შეუერთდა. მართალია, მათი მოთხოვნები არც ისე თანმიმდევრულია, მაგრამ მონაწილეები მაინც იმედოვნებენ, რომ დემოკრატი დელეგატები მათ მოუსმენენ და მომიტინგეთა აზრს ანგარიშს გაუწევენ.