ტეხასში დემოკრატი ქალები ლიდერობენ

„წითელ“ შტატ ტეხასში, რომლის მოსახლეობაც წლებია რესპუბლიკურ პარტიას და მის კანდიდატებს უჭერს მხარს, სამშაბათს გამართულ პრაიმერში დემოკრატი ქალები ლიდერობენ.

სამშაბათს დემოკრატი ქალები მილიონზე მეტი ამომრჩევლის წინაშე დამაჯერებლად წარდგნენ და რესპუბლიკელებს შეშფოთების საფუძველიც მისცეს. ეს ამ მასშტაბის პირველი მხარდაჭერაა 2002 წლის შემდეგ (პრაიმერი მაშინ 11 სექტემბრის ტერაქტიდან სულ რამდენიმე თვეში გაიმართა).

2018 წლის შემოდგომაზე ამერიკაში კონგრესის შუალედური არჩევნები იმართება. ნოემბერში სენატის წევრების ერთ მესამედს და წარმომადგენელთა პალატის 435 წევრს აირჩევენ.

დაახლოებით ორმოცდაათი ქალიდან, რომლებიც ტეხასში კონგრესის წევრობისთვის იბრძოდნენ, დაახლოებით ნახევარმა შეძლო შემდეგ ეტაპზე გადასვლა და ისინი უკვე მაისში დაგეგმილ პრაიმერში განაგრძობენ წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატების მანდატის მოსაპოვებლად ბრძოლას.

„მე უამრავ ხანდაზმულ ადამიანს ვესაუბრე, შევხვდი შეზღუდული შესაზლებლობის მქონე ბავშვების მშობლებს და სხვებს, ვისაც ესმის რას ნიშნავს მათი ოჯახებისთვის ეს ადმინისტრაცია, მათ ეშინიათ“, - თქვა სიტყვით გამოსვლისას გამარჯვებულმა ვერონიკა ესკობარმა, რომელიც შესაძლოა პირველი ლათინო-ამერიკელი ქალი გახდეს, ვინც ტეხასის შტატს პალატაში წარმოადგენს.

ოსტინი, ტეხასის შტატი

თუმცა ყველა ქალი წარმატებული არ ყოფილა. მაგალითად კეტლინ უოლი, რეპუბლიკელთა მთავარი სპონსორია. მან 6 მლნ ამერიკული დოლარი საკუთარი ფინანსებიდან დახარჯა იმისთვის, რომ კონგრესის წევრობისთვის ებრძოლა. მის კამპანიასაც რეპუბლიკელი გუბერნატორის მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა. მისმა მარცხმა რესპუბლიკელებს ღელვის საფუძველი მისცა. სატელევიზიო რეკლამებში უოლსი ამბობდა, რომ მასსა და პრეზიდენტ ტრამპს შორის "იყო განსხვავება", პრეზიდენტი კი ტეხასელ რესპუბლიკელებს შორის ჯერაც ძალიან პოპულარულია მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში მისი მოწონების მასშტაბი კონკრეტული პერიოდებისთვის ისტორიულად ყველაზე დაბალი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა საუბრობს, თუ როგორი განახლებული ძალებითა და ენერგიით ემზადებიან დემოკრატები შუალედური არჩევნებისთვის, შედეგებს რესპუბლიკელებიც აუმჯობესებენ: სამშაბათს რესპუბლიკელების პრაიმერში მილიონ ნახევარზე მეტმა ადამიანმა ტედ კრუზს დაუჭირა მხარი, და ეს იმაზე მეტი იყო, ვიდრე მან 2010 წელს მიიღო.

კრუზმა მეტოქე დემოკრატი კანდიდატის ბეტო ო'რურკის წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო და ამბობს: "მას სურს ჩვენი იარაღი წაგვართვას". ო'რურკმა, რომელიც კონგრესში ელ პასოს წარმოადგენს, 14 თებერვალს ფლორიდის სკოლაში მასობრივი მკვლელობის შემდეგ თქვა, რომ იმ ტიპის იარაღის გაყიდვა, რომლითაც თავდამსხმელმა 17 ადამიანი მოკლა, უნდა აიკრძალოს.

"კონგრესის წევრთა მხოლოდ 20 %-ია ქალი, ვფიქრობ, ეს არაა ის, რაც ახლა უნდა ხდებოდეს და სადაც ახლა უნდა ვიყოთ, ჩვენ ყველა უნდა ვმონაწილეობდეთ ამ პროცესში, ეს არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ჯინა ორტიზ-ჯონსმა, დემოკრატმა კანდიდატმა ტეხასისა და მექსიკის საზღვარზე მდებარე ოლქიდან.

დონალდ ტრამპმა 2016 წელს ტეხასში გამართულ პრაიმერში მოწინააღმდეგე ტედ კრუზს მხოლოდ 9 ქულით აჯობა. ამჟამად დემოკრატებს პრეზიდენტით უკმაყოფილების სათავისოდ გამოყენება შეუძლიათ, თუმცა მათი წარმატება ბევრისთვის მაინც საეჭვოა, რადგან მათ ნაკლებად ცნობილი კანდიდატები წარმოადგინეს, რომლებმაც შესაძლოა "ტრამპის ეფექტი" ვერ გადაწონონ.