ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ ჟურნალისტი, რომელიც მინსკში იძულებით დასმული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა და სამართალდამცავებმა დააკავეს, „სისხლიან აჯანყებას“ გეგმავდა. დღესვე, ლუკაშენკომ დასავლეთი „ჰიბრიდული ომის“ წარმოებაში დაადანაშაულა.
„როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ჩვენმა არაკეთილმოსურნეებმა, როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე შიგნით, ჩვენს სახელმწიფოზე თავდასხმის მეთოდები შეცვალეს. მათ ბევრი ხაზი გადაკვეთეს, დაკარგეს საღი აზრი და ადამიანური მორალი“ - განაცხადა ლუკაშენკომ პარლამენტში გამოსვლისას.
ასევე ნახეთ: საპასუხო ზომები მინსკის წინააღმდეგევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, საპროტესტო ტალღის ჩახშობის და ოპოზიციის დევნის გამო, მინსკს ფინანსური სანქციების რამდენიმე წყება უკვე დაუწესეს. მაგრამ, ლუკაშენკოს გადაყვეტილებამ, ბელარუსის საჰაერო სივრცეში მფრინავი საერთაშორისო თვითფრინავი იძულებით დაესვა და მის ბორტზე მყოფი 26 წლის დისიდენტი ჟურნალისტი დაეკავებინა, დასავლეთს კიდევ უფრო სერიოზული ქმედებების პირობის დადებისკენ უბიძგა.
ასევე ნახეთ: ბაიდენი მოითხოვს დაკავებული ბელარუსი ჟურნალისტის გათავისუფლებას და მხარს უჭერს სანქციების დაწესებასპროტასევიჩი, სოციალურ ქსელ „ტელეგრამის", „ნექსტა ლაივ“-ის ადმინისტრატორია, რომელიც დემონსტრაციებს აშუქებდა. ის და მისი კოლეგა სტიაპან პუცილა ქვეყნიდან გასულ წელს წავიდნენ, შიშით, რომ მათ დააკავებდნენ მას შემდეგ, რაც მათი არხი მინსკმა „ექსტრემისტულ“ ორგანიზაციად გამოაცხადა. 2020 წლის ნოემბერში, ბელარუსში მათ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო, მასობრივი არეულობის გამოწვევის და სოციალური წესრიგის შერყევის ბრალდებით.