მოხალისეები უკრაინას ამერიკიდანაც ეხმარებიან

Your browser doesn’t support HTML5

უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ, ადამიანები მთელი მსოფლიოდან სხვადასხვა გზით ცდილობენ უკრაინის დახმარებას. ამერიკის დედაქალაქში ახალგაზრდა უკრაინელებმა საქველმოქმედო ორგანიზაცია „ბულავა“ შექმნეს, რომელიც ქვეყანაში გასაგზავნად ფულს და გადაუდებელი საჭიროების ნივთებს აგროვებს.