ვაშინგტონი —
უფლებადამცველი ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსის" პრეზიდენტი დევიდ კრეიმერი ამერიკის ხმის უკრაინულ რედაქციასთან შეშფოთებას გამოხატავს უკრაინაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების გამო.
"მე ვფიქრობ, რომ აშშ-მ მოქმედებები უნდა გააქტიუროს. მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა აუხსნას უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს, რომ თუ ძალის გამოყენება არ შეწყდება მაშინ იანუკოვიჩი თავად ჩაუდგება სათავეში იმ სიას, რომლის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს დააწესებს."
კრეიმერმა აქვე დასძინა, რომ სანქციები უნდა გატარდეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის, გენერალური პროკურორის, იმ დეპუტატთა წინააღმდეგ, რომლებმაც გასულ კვირას მიღებულ კანონმდებლობას დაუჭირეს მხარი ( აღნიშნული კანონმდებლობა დემონსტრაციების წინააღმდეგ აკრძალვებს და ჯარიმებს აწესებს-ამერიკის ხმა) და ასევე პრეზიდენტის წინააღმდეგ. აშშ უკრანას აფრთხილებდა მოსალოდნელ შედეგებზე, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ძალას გამოიყენებდა და ახლა დადგა დრო, რომ ოფიციალურმა კიევმა პასუხი აგოს საკუთარ ქმედებებზე,"-აღნიშნა კრეიმერმა.
"ფრიდონ ჰაუსის" პრეიზიდენტს ასევე მიაჩნია, რომ არსებობს აუცილებლობა, რომ აშშ-მ უკრაინაში მიმდინარე კრიზისის მოგვარებაში იშუამდგომლოს და რომ საგანგებო მაღალი რანგის დელეგაციამ სენატორი მაკეინი, მერფი ან კარდინი უნდა გააერთიანოს.
"მე ვფიქრობ, რომ ბოლოს მიღებული კანონმდებლობა და აქტივისტთა, იმ ჟურნალისტთა დარბევა, რომლებიც საკუთარ პროფესიულ მოვალეობებს ასრულებდნენ, ოპოზიციონერთა და ჩვეულებრივ ადამიანთა რეპრესიები არსებული სიტუაციის განმაპირობებელია. უკრაინამ დაამტკიცა, რომ აღარ შეეგუება შექმნილ მდგომარეობას. დასავლეთმა უნდა იმათი მხარე დაიკავოს, ვინც რეგიონების პარტიის ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ეწინააღმდეგება."-თქვა კრეიმერმა.