რუსეთის არჩევნები

ამერიკის ხმამ ვაშინგტონში მდებარე „ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელ დირექტორს დევიდ კრამერს ჩამოართვა ინტერვიუ რუსეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

ამერიკის ხმის შეკითხვაზე როგორ იმოქმედებს ვლადიმერ პუტინის მესამე ვადით გაპრეზიდენტება რუსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობაზე?

ბატონმა კრამერმა განაცხადა,რომ პუტინის მიზანს ნამდვილად არ წარმოადგენს იმ სისტემის შერყევა, რომელიც თავად ჩამოაყალიბა. ამიტომ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს.

ბატონი კრამერის განცხადებით რუსეთის ოპოზიციამ უფრო მეტად უნდა იაქტიუროს და პუტინის რეჟიმის სანაცვლოდ რაიმე ღირებული შესთავაზოს საზოგადოებას, რადგან მარტო პრეზიდენტის კრიტიკა არ არის საკმარისი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს ცვლილებების მხარდასაჭერად.

„ფრიდომ ჰაუსის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით, რა თქმა უნდა ადვილია ოპოზიციაის კრიტიკა, მაგრამ ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ რუსეთში საარჩევნო კამპანია მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობდა. ოპოზიციის მთავარ კანდიდატს, გრიგოლ იავლინსკის საერთოდ არ მისცეს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. სამაგიეროდ პუტინისთვის ხელსაყრელი ოპოზიციური კანდიდატები წინა პლანზე გამოვიდნენ. როგორც ეუთოს დამკვირვებლებმა აღნიშნეს ხალხს არჩევანის საშუალება აღარ დაუტოვეს. რაც შეეხება პუტინს ის ამ არჩევნებში უფრო შეშფოთებული გამოიყურებოდა და აქეთ-იქეთ არიგებდა დაპირებებს. განსაკუთრებით შესამჩნევი იყო, თუ როგორ ცდილობდა ის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთა გულის მოგებას.

ამერიკის ხმის შეკითხვაზე ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილ დაძაბულ სიტუაციასთან დაკავშირებით სოჭის ოლიმპიადის ჩატარების შესაძლებლობაზე, ბატომა კრამერმა განაცხადა, რომ კრემლის ადგილზე ის საკმაოდ შეშოთებული იქნებოდა ოლიმპიადის ბედ-იღბალის გამო, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სოჭი საქართველოს საზღვრების მახლობლად მდებარეობს, ამ ოლიმპიადის მომავალი არ შეიძლება უზრუნველყოფილად ჩაითვალოს.

რაც შეეხება საქართველოსთან ურთიერთობას, ვლადიმერ პუტინის პოლიტიკა ყოველთვის აგრესიულობით გამოირჩეოდა თბილისთან მიმართებაში, განსაკუთრებით აფხაზეთისა და სამრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ამ რეგიონებში სიტუაცია სულ უფრო და უფრო იძაბება და აშკარაა რომ რუსეთს კავკასიაში უჭირს სტაბილური სიტუაციის შენარჩუნება. განაცხადა ფრიდომ ჰაუსის აღმასრულებელმა დირექტორმა დევიდ კრამერმა.