ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინის გამოსვლა პარლამენეტში


რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, ამ რანგში პარლამენტის წინაშე თავის ბოლო გამოსვლაში რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა გასულ თვეებში დემონსტრაციებში მონაწილე ადამიანებისგან განსხვავებით პოლიტიკურ შუღლზე მაღლა დადგენ.

ახლა უკვე მომავალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ დროა საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მომძლავრებული ემოციები თუ პოლიტიკური დაპირისპირება დავიწყებულ იქნას და რომ ყველა პოლიტიკურ პარტიას ახლა ეკისრება ვალდებულება გაააერთიანონ ძალები და რუსეთის მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებაზე იფიქრონ.

„ჩვენმა ქვეყანამ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბული პერიოდები გამოიარა. დღეს, ისევ გაისმის მოჭარბებული ემოციებისა და პოლიტიკური ბატალიების ექო. თუმცა ზრდასრული დემოკრატიის ლოგიკით თუ ვიხელმძღვანელებთ, არჩევნების დასასრულს უნდა დაიწყოს ახალი, უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი ერთობლივი მოქმედებებისთვის.„

პრემიერის მოხსენების დროს პარტია „სამართლიანი რუსეთის“ დეპუტატებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს. აღნიშული პარტიის საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენელმა ილია პონომარიოვმა განაცხადა:

„ჩვენ დარბაზიდან გავედით რადგან კონკრეტული კითხვის შემდეგ მისგან გაურკვველი პასუხი მივიღეთ. კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ტყუილი. ეს უპატივცემულო საქციელია იმ ადამიანისგან, რომელიც თავს ქვეყნის ლიდერად ასაღებს.„

Loading...
XS
SM
MD
LG