მოლდოვაში, შეიარაღებულ თავდასხმაში ბრალდებული პირი გარდაიცვალა

მოლდოვაში, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა მამაკაცი, რომელსაც გასულ კვირას, აეროპორტში მომხდარ სროლაში ედებოდა ბრალი. მოლდოვას მთავარ აეროპორტში სროლის შედეგად, უსაფრთხოების ორი ოფიცერი დაიღუპა.

პრეზიდენტმა მაია სანდუმ, სამშაბათი გლოვის დღედ გამოაცხადა და დროშების დაშვების ბრძანება გასცა. დაღუპულ ოფიცრები, გარდაცვალების შემდეგ, მედლებით დააჯილდოვეს.

ოფიციალური ცნობით, დღეს გარდაცვლილი და პარასკევს, აეროპორტში განხორციელებულ თავდასხმაში ბრალდებული ტაჯიკეთის მოქალაქე იყო. მას შემდეგ, რაც მოლდოვაში შეშვებაზე უარი უთხრეს, 43 წლის რუსტამ ასუროვმა, უსაფრთხოების ოფიცერს იარაღი წაართვა და ცეცხლი გახსნა. თავად თავდამსხმელს, ცეცხლსასროლი იარაღით 10 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული და გარდაცვალებამდე უგონო მდგომარეობაში იყო. ასუროვი კიშინიოვში სტამბოლიდან ჩავიდა.

სამართალდამცავმა უწყებებმა, თავდაპირველად, თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეფასა. მოგვიანებით, მოლდოველი სამართალდამცავების, ტაჯიკ სამართალდამცავებთან კომუნიკაციის შედეგად გაირკვა, რომ ის გასულ თვეში მომხდარი ბანკის თანამშრომლის გატაცებაში მონაწილეობის გამო იძებნებოდა.