კუბა კორონავირუსის გავრცელების შენელებას ცდილობს

სამშაბათს, კუბა, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად, მისი ყველაზე მკაცრი ზომების გატარებას იწყებს. მოქალაქეებს ნებართვის გარეშე კუნძულის დატოვება ეკრძალებათ და უცხოელი ტურისტები კარანტინში აღმოჩნდებიან.

პრემიერ მინისტრმა მანუელ მარერომ სატელევიზიო მიმართვის დროს თქვა, რომ 32 ათასზე მეტი ტურისტი, თავისი ავიარეისის დადასტურებამდე სასტუმროებში უნდა დარჩეს.

კუბა შეზღუდვების შემოღებისგან თავს იკავებდა, რადგან ტურიზმი ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს სასიცოცხლო შემოსავლის წყაროა.

კუბის ხელისუფლებამ სკოლების და უნივერსიტეტების დაკეტვის შესახებაც გამოაცხადა.

ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამინისტრომ ვირუსით ინფიცირების 40 შემთხვევა დაადასტურა და ექიმები აკვირდებიან 37 ათასზე მეტ კუბელს, რომლებსაც კორონავირუსის მსგავსი სიმპტომებიაქვთ.

ჯერ-ჯერობით, კუბამ გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაადასტურა. მსხვერპლი იტალიელი ტურისტი იყო.