ვაშინგტონი —
ყირიმში სსაარჩევნო უბნები დაიხურა. დასრულდა წინააღმდეგობრივი რეფერენდუმი, რომელმაც მოსახლეობის მზაობა შეამოწმა უკრაინიდან გამოყოფის და რუსეთთან შეერთების მიზნით.
კვირას, რეფერენდუმის დროს ამომრჩეველთა 64 პროცენტიანი აქტივობა დაფიქსირდა. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ცნობით, დღეს ყირიმში ჩატარებული ექვსი ეგზიტ-პოლის შედეგად ცნობილი გახდა, რომ ამომრჩეველთა 93 პროცენტმა რუსეთთან გაერთიანებას დაუჭირა მხარი.
თეთრი სახლის განცხადებაში, დაგმობილ იქნა "რეფერენდუმი", და დოკუმენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა "არ აღიარებს შედეგებს იმ კენჭისყრისა, რომელიც [რუსეთის] ძალადობის და რუსული სამხედროების ინტერვენციისას დაშინების ფონზე წარიმართა. [ამ პროცესით] დაირღვა საერთაშორისო კანონმდებლობა,"-ითქვა თეთრი სახლის განცხადებაში.
დღეს, ევროკავშირმა და ევროპის საბჭომ ასევე გაავრცელეს განცხადებები და მათ რეფერენდუმს უკანონო უწოდეს. ორმა საერთაშორისო უწყებამ გააკეთა გაფრთხილება, რომ რეფერენდუმის შედეგებს საერთაშორისო თანამეგობრობაში არავინ აღიარებს.
ყირიმის რეგიონული მთავრობის განცხადებით, რეფერენდუმის წინასწარი შედეგები კვირას გვიან გახდება ცნობილი.
ამ ფონზე, აშშ სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი შეთანხმდნენ, რომ უკრაინის საკონსტიტუციო რეფორმების განხორციელებას შეუწყობენ ხელს, რაც პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის მიზნით ხელისუფლების დეცენტრალიზაციას, და ძალაუფლების გადანაწილებას უზრუნველყოფს.
კვირასვე, თეთრი სახლის პრეს-მდივანმა ჯეი კარნიმ პირობა დადო, რომ [ვაშინგტონი] მყისიერ რეაქციას გააკეთებს უკრაინაში რუსეთის ნებისმიერი, შემდგომი გააქტიურების საპასუხოდ.
მან აღნიშნა, რომ რუსეთს ნამდვილად მოუწევს დამატებით საზღაურის გადახდა თუ [რუსეთი] ამ კონფლიქტის ესკალაციას, და არა დე-ესკალაციას მოახდენს და რომ სანქციებს დააწესებს როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, ისე ევროპის ქვეყნები-თქვა კარნიმ.