ვაშინგტონში მდებარე ეროვნულ საკათედრო ტაძარში გენერალ კოლინ პაუელის სამგლოვიარო პანაშვიდი მიმდინარეობს. ცერემონიას აშშ-ის 2 ყოფილი და ამჟამინდელი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, პირველ ქალბატონებთან ერთად ესწრებიან.
ასევე ნახეთ: პაუელი ასაკის და სიმსივნის გამო კოვიდ19-ის წინაშე დაუცველი აღმოჩნდა
ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კოლინ პაუელი, პირველი შავკანიანი ფიგურა იყო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს ჩაუდგა სათავეში და ასევე ყველაზე ახალგაზრდა შავკანიანი, რომელსაც გაერთიანებული შტაბების თავმჯდომარის პოსტი ეკავა. იგი ამერიკის სამი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მაღალ პოსტებზე მსახურობდა.
ასევე ნახეთ: პაუელის მემკვიდრეობა - ევროპული ალიანსების დამცველი
კოლინ პაუელი 84 წლის ასაკში 18 ოქტომბერს კოვიდ-19-ით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.