ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაუელი ასაკის და სიმსივნის გამო კოვიდ19-ის წინაშე დაუცველი აღმოჩნდა


ამერიკის ოთხვარსკვლავიანი გენერალი, კოლინ პაუელი, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება კი კოვიდ19-ის გართულებამ გამოიწვია. ექიმები ამბობენ, რომ პაუელის დაცვა კოვიდ19-ის ვაქცინამ ვერ შეძლო, რადგან ის კიბოს ებრძოდა. ექიმების შეფასებით ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვაქცინაცია და ის, რომ უფრო მეტი ადამიანი იყოს აცრილი ვიდრე დღეს არის.

პაუელი პირველი აფროამერიკელი სახელმწიფო მდივანი და გენერალური შტაბის უფროსი ბოლო წლების განმავლობაში კიბოს უმკლავდებოდა. მიღებული მედიკამენტები კი იმ ორგანოებს აზიანებდა, რომელიც ორგანიზმს ინფექციებთან საბრძოლველად სჭირდება.

ვაქცინები რომელიც დღეს ამერიკაში გამოიყენება მაღალი ეფექტურობის მატარებელია და კოვიდ19-ის რთული ფორმების და ჰოსპიტალიზაციის შანსს ამცირებს, თუმცა არა სრულყოფილად. ოფიციალური ინფორმაციით, კოვიდ19-ით გარდაცვალების მაჩვენებელი არავაქცინირებულთა შორის 11-ჯერ უფრო მაღალია.

ექიმები ამბობენ, რომ სუსტი იმუნიტეტის ადამიანების დასაცავად აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებელი გაიზარდოს რათა შემცირდეს ინფოცირების რისკები ე.წ. დაუცველი ადამიანებისთვის.

„რაც უფრო მეტია ვაქცინირებული, მით ნაკლებია ვირუსის გავრცელება საზოგადოებაში, და მით ნაკლებია იმის შანსი, რომ მისნაირი ადამიანები დაინფიცირდნენ,“- ამბობს ნორსველ ჰელსსის კრიტიკული მედიცინის ხელმძღვანელი, მანგალა ნარასიმანი.

ექიმების თქმით, დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები, რომლების კიბოს ებრძვიან ხშირად ვაქცინის დამცველობის მაღალ მაჩვენებელს ვერ გამოიმუშავებენ, ჯანმრთელი ორგანიზმისგან განსხვავებით. რამოდენიმე კვლევით ირკვევა, რომ ვაქცინის მიღების შემდეგ, სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანების მხოლოდ 45% შეიძლება გამოუმუშავდეს კოვიდ19-ის წინააღმდეგ საჭირო ანტისხეულები.

კიდევ ერთი რისკი ასაკია, სადაც ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაიით ვაქცინის მიღებიდან გარკვეული დროის შემდეგ მცირდება მისი ეფექტურობა. სწორედ ამიტომ სპეციალისტები ასაკში მყოფ ადამიანებს მესამე დოზის ე.წ. ბუსტერის მიღებას ურჩევენ. ამერიკაში უკვე დაშვებულია სუსტი იმუნიტეტის მქონე და ასაკში მყოფი ადამიანებისთვის ფაიზერის და მოდერნას ვაქინების მესამე დოზა, რაც კოვიდ19-ის წინააღმდეგ მათ იმუნურ სისტემას აძლიერებს.

ამ დროისთვის ექიმებისთვის ცნობილი არ არის მიიღო თუ არა ე.წ. ბუსტერი ამერიკის ოთხვარსკვლავიანმა გენერალმა. ექიმები ამბობენ, რომ ადამიანები რომლებიც კიბოს ებრძვიან გაცილებით ფრთხილად უნდა იყვნენ და მიიღონ დამატებითი ზომები. ისინი მოუწოდებენ პაციენტებს ატარონ ნიღბები და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG