ოფიციალური თბილისის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 456 შეადგინა. 24 საათში ახალი კორონავირუსი 25 ადამიანს დაუდასტურდა.
საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 000-მდე ადამიანი ხოლო სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება 555.
ცნობილი გახდა ახალი მონაცემები გამოჯანმრთელებულების შესახებ. სულ საქართველოს მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით ახალი კორონავირუსით გამოჯანმრთელდა 132 ადამიანი. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით 5 ადამიანია გარდაცვლილი.
ასევე ნახეთ: ამერიკის მთავრობის გაფრთხილება ქლოროქინით კოვიდ-19-ის მკურნალობასთან დაკავშირებით